Home » 2021 » November » 20

Daily Archives: November 20, 2021

საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი შეამცირა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 162 მლნ 855,62 ათასი დოლარის ოდენობით 1 081 835,94 ტონა გაზი შემოიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ-ი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ანგარიშზე დაყრდონიბით წერს. აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის თვითღირებულება წლიური კუთხით შემცირდა 20,4%-ით, ხოლო მოცულობა – 191 797,78 ტონით ანუ 15,05%-ით.  

Read More »

ყაზახეთში შესაძლოა ატომური ელექტროსადგური აშენდეს – ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდება

ყაზახეთში შესაძლოა ატომური ელექტროსადგური აშენდეს. როგორც “რია ნოვოსტი” წერს, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. „ყაზახეთში ელექტროენერგიის დეფიციტის პირველი ნიშნები უკვე იგრძნობა“, – თქვა მან. ექსპერტები ამას ყაზახეთისთვის საეტაპო მოვლენად მიიჩნევენ. მათ მიაჩნიათ, რომ ატომური ელექტროსადგური ქვეყანას სარგებელს მოუტანს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. შედეგად, მილიონობით დოლარი წავა ყაზახეთის ...

Read More »

ნათია თურნავა – ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა

ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სოფელ ნატახტარში საწარმოს გახსნის შემდეგ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით. „ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით უამრავი ახალი საწარმო იხსნება. ეს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, ყველა მანქანა-დანადგარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ეს არის ქართულ-ფრანგული, 11 მლნ ...

Read More »

ჩინეთიდან საქონლის შემოტანამ აზრი დაკარგა, იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზრებზე გადადიან

გადაზიდვისა და კონტეინერების მომსახურების სპეკულაციურმა ფასმა არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არანახული კრიზისი გამოიწვია პანდემიამ მსოფლიო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა.  ფასთა ახალი სისტემა, რომელსაც დანარჩენ სამყაროს ჩინეთი კარნახობს, სხვა ქვეყნებისთვის მიუღებელია, თუმცა ბევრი იძულებულია, ამ რეალობას მოერგოს, ზოგიც, მათ შორის საქართველო, ალტერნატიულ გზებს ეძებს. უკვე არავინ ეჭვობს, რომ გადასაზიდი კონტეინერების მომსახურები ღირებულება გაზრდილია ხელოვნურად, მანიპულაციების საფუძველზე და სინამდვილეში არანაირი დეფიციტი არ არსებობს. ...

Read More »

ჩინეთში მოსახლეობის 76.3% სრულადაა ვაქცინირებული

ჩინეთში მოსახლეობის 76.3% კორონავირუსის წინააღმდეგ სრულადაა ვაქცინირებული, – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 19 ნოემბრის მონაცემებით, კოვიდ 19-ის ვაქცინების საჭირო დოზები 1.076 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. ამასთან, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის, მი ფენგის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 65.73 მილიონი მოქალაქეა აცრილი.

Read More »

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ზურას პოსტი ჩვეულებრივი მანიპულაციაა

“ჩემდა გასაკვირად, „შიმშილის“ თემის კვლავ წინ წამოსაწევად, აქტიურობა ამჯერად Zurab Girchi Japaridze-ემ გამოიჩინა, რომლის პოსტიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნების კომუნისტური პოლიტიკის გამო, ქვეყანაში იმ ადამიანთა რაოდენობა იზრდება, რომელიც „შიმშილობს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” რაქვიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩემდა გასაკვირად, „შიმშილის“ თემის კვლავ წინ წამოსაწევად, აქტიურობა ამჯერად Zurab Girchi Japaridze-ემ ...

Read More »

2030 წლისთვის ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად $600 მილიონი დაგვიჯდება – გიორგი აბრამიშვილი

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაეზრდება. ასოციაციის გათვლებით, მზარდი მოხმარების პარალელურად, 2030 წლისთვის საქართველოს ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტი 600 მლნ დოლარი დაუჯდება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, არსებობს რისკი, რომ მომწოდებელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, საქართველოს ელექტროენერგია გაუძვირონ. „ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, ...

Read More »

1-ლი დეკემბრიდან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები “მწვანე პასპორტის” წესებს არ შეასრულებენ – შოთა ბურჯანაძე

დარწმუნებით გეუბნებით 1-ლი დეკემბრიდან, რესტორნები და სხვადასხვა ბიზნეს სექტორი არ შეუასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მათ “მწვანე პასპორტების” მექანიზმით ექნებათ გაწერილი, რადგან ეს მათ სარგებელს არ მოუტანს,”- ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო პირველ ეტაპზე ჯარიმების დაწესებას ვერ გაბედავს და მათ გარკვეულ დროს მისცემს. „მე დარწმუნებული ვარ, ...

Read More »

ალექსანდრე ლუკაშენკო – მიგრანტებს ვერ შევაჩერებ, რადგან ისინი არ მოდიან ჩემს ქვეყანაში

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არ გამორიცხავს, რომ ბელარუსი ჯარისკაცები მიგრანტებს პოლონეთში შესვლაში დაეხმარნენ, თუმცა აცხადებს, რომ მიგრანტები ბელარუსში მას არ მიუწვევია. „ჩვენ სლავები ვართ. გული გვაქვს. ჩვენმა ჯარისკაცებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შესაძლოა, ვინმე დაეხმარა კიდეც, ამას არც კი გამოვიკვლევ,“- განაცხადა ლუკაშენკომ BBC-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ბელარუსი მიგრანტებს ვერ დააკავებს და ვერც შეაჩერებს. „მე ვუთხარი მათ (ევროკავშირს), არ ვაპირებ მიგრანტების ...

Read More »