თემურ ბასილია: ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში

0
32

“ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში: პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება”, – ამის შესახებ ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსისტი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის ეხმიანება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას გეგმავს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, საუბარია ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სხვა უძრავი ქონების რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვაზე.

“ბანკები და ფინანსები” თემურ ბასილიას პოსტს უცვლელად გთავზობთ:

“ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში: პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება … საგარეო საქმეთა მინისტრადაც კრემლში გაზრდილი პირი დანიშნეს, რომელსაც ალბათ საბოლოოდ ჩააბარებენ რეალურ ძალაუფლებას აფხაზეთში …

დიახ, სწორედ ამიტომაც ჩამოიყვანეს საქართველოში მიშა  მისმა უფროსებმა მისი გამზრდელის – ევგენი პრიმაკოვის უწყებიდან, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მომდარიყო ან მინიმუმ, ყურადღება მთავარი თემებიდან გადართულიყო, რასაც მიაღწიეს კიდეც.

დღეს საქართველოში მთავარი თემა არა აფხაზეთის და ცხინვალის ეკონომიკური ანექსიაა, არამედ შიმშილობს თუ არა მიშა ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ თუ არა იგი.

სამწუხაროდ, ამის გამო მთავრობასაც ბევრი არაფერი გაუკეთებია რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ემუშავა ამ მთავარ საკითხებზე”, – წერს ბასილია.