Home » 2021 » November » 19

Daily Archives: November 19, 2021

თემურ ბასილია: ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში

“ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში: პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება”, – ამის შესახებ ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსისტი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის ეხმიანება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას გეგმავს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, საუბარია ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სხვა უძრავი ქონების რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვაზე. “ბანკები და ფინანსები” თემურ ბასილიას ...

Read More »

ორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის – „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პროექტი კომპანია „მერკადომ“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა ...

Read More »

ლიბერთის “ახალი“ ბარათი სრულიად ინოვაციურია – ჩვენ, რეგიონის მასშტაბით, პირველები ვართ – ვასილ ხოდელი

ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. როგორც „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „ახალი“ ლიბერთის პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო. „ჩვენ საფუძვლიანად ვიკვლიეთ  მსგავსი პროდუქტები და ანალოგები. სხვათაშორის, შთაგონება ამ პროდუქტისა მივიღეთ ავსტრალიაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი პროდუქტი ...

Read More »

ახალი მენეჯმენტის მიზანია, ლიბერთი უნივერსალურ ბანკად გარდავქმნათ – ვასილ ხოდელი

„ლიბერთის ახალი მენეჯმენტის მიზანი ბანკის უნივერსალიზაციაა, ხოლო სტრატეგიული მიმართულება კი საცალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმე“  სტუმრობისას „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა. მან განმარტა, რომ არსებული სტრატეგიის მიხედვით, აქცენტი ბიზნეს (მცირე და საშუალო) მიმართულების განვითარებაზე გაკეთდება, რაც ბანკისთვის შედარებით ახალ ხაზს წარმოადგენს. „ჩვენი მიზანია ბანკის უნივერსალიზაცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბანკის სტრატეგიული მიმართულება საცალო დაკრედიტებაზე იქნება ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. „ფუდ ალიანსის“ პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.5 მლნ ლარს შეადგენს. როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული საბანკო ...

Read More »

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის (ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae) კვლევა. „ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae წარმოადგენენ მიკროსპორიდულ პარაზიტებს, რომლებიც ახლახან კლასიფიცირდა როგორც სოკოები. ორივე სახეობა იწვევს ნოზემა სოკოვან დაავადებას Apis mellifera. დაავადებულ ფუტკარში, ...

Read More »

200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი 10 121 ადამიანს „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს ჩაერიცხება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან გოგოძის განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. მისივე თქმით, ფულადი დახმარების თანხამ 2,024,200 ლარი შეადგინა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამია, 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. მათივე ...

Read More »

ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ

ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელსაც „სტარტაპ ბიურო“ და „იმპაქტ ჰაბ თბილისი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ლიბერთის“ მხარდაჭერით გამართავენ, 5 ქალი მიიღებს მონაწილეობას. „მათ შორის იქნებიან: ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრის, “კამარას” დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე, კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ...

Read More »

ეროვნული ბანკი მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს. სებ-ის ინიციატივით, 5-15 ნოემბერს, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი შესაძლებლობები ტექსპრინტზე გამოცადეს. “ტექსპრინტის მიზანი იყო მაღალი სიზუსტის გამოსახულების ტექსტად გარდაქმნის (OCR) მოდელის შექმნა“ რომლის შედეგადაც განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების მაღალი სიზუსტით წაკითხვა და მოცემული ჩანაწერის ციფრულ ფორმაში გარდაქმნა გახდებოდა შესაძლებელი. ტექსპრინტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობიდან ...

Read More »

ნიკოლოზ შურღაია საქართველოს საგარეო ვექტორის შებრუნებას აპროტესტებს – ბანკირი ზეპარტიულ მარშს უერთდება

„პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლების მიერ დასავლური კურსის შეცვლის ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ პარასკევს, 19 ნოემბერს დაგეგმილ ზეპარტიულ მარშს შეუერთდება. უცვლელად გთავაზობთ ნიკოლოზ შურღაიას პოსტს: „მე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დავიბადე. როგორც პიონერმა, კომკავშირელმა და ახალგაზრდა მოქალაქემ კარგად ვნახე რა იყო ის ქვეყანა. 1991 წელს დიდი ბრძოლით და უფლის ...

Read More »