გიორგი ცუცქირიძე Gallup-ის შეფასებაზე: კორუფციის დაბალი დონე საინვესტიციო მიმზიდველობის თავისებურ გზამკვლევადაც ითვლება

0
8

Gallup-ის შეფასებით, საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა. ნიშანდობლივია, რომ Gallup-ის 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა“- ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Gallup-ის 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას.

ცუცქირიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთ კომპონენტში – „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი“ პირველ ადგილს იკავებს.

„კორუფციის თავისუფლების ინდექსი ითვლება წამყვან ინდექსად, რომელიც მთავრობის ეფექტურობას, და მიმდინარე რეფორმებს ანტიკორუფციული საკანონმდებლო ბაზის, კორუფციის დონის და ბიზნესის თავისუფლებასთან ერთობლიობაში აფასებს. ამავდროულად, ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე ითვლება საინვესტიციო მიმზიდველობის თავისებურ გზამკვლევადაც. საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაცია Trace International-ის მიერ, წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე-29-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია. ამასთან, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში როგორიცაა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი”, აღსანიშნავია, რომ საქართველო არა თუ რეგიონის, არამედ ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას.

ეს მორიგი აღიარება სრულ თანხვედრაშია 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, ამერიკული გლობალური გამოკითხვების ანალიტიკური ცენტრ Gallup-ის კვლევასთან, რომელიც ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. Gallup ის შეფასებით საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა. ნიშანდობლივია, რომ Gallup-ის 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში“ – წერს Facebook- ზე ცუცქირიძე.

საქართველო კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსის მიხედვით, გერმანიასთან, შვედეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.