Home » 2021 » November » 18

Daily Archives: November 18, 2021

შპს „ეროვნულ რეესტრს“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია 21 დეკემბრიდან გაუუქმდება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „ეროვნულ რეესტრს“ 2021 წლის 21 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს „ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა, ...

Read More »

რუსეთში არასტერილიზებულ შინაურ ცხოველებზე გადასახადი წესდება

მიტოვებული ცხოველებისთვის 30 ათას რუბლამდე ჯარიმის დაწესება, მათი ჩამორთმევის სააგენტოს შექმნა და ცხოველთა ჩხუბის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობის დაწესება – ასეთი ინიციატივების განხილვა იგეგმება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში უახლოეს მომავალში. თუმცა, რუსეთის ფედერაციაში უსახლკარო ცხოველების რაოდენობის შესამჩნევი შემცირებისთვის აუცილებელია უფასო რეგისტრაცია და სტერილიზაცია, თვითგასეირნების აკრძალვა და თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა ...

Read More »

„ამბასადორი ბათუმი“, რომელიც მე-17-ე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა, მე-18-ე სართულს აშენებს

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარში მშენებარე პროექტის მეჩვიდმეტე, უკანონო სართულზე კოლონები ჩამოასხა და ხიმინჯები ამოიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სართულსაც გადახურავს – ანუ მეთვრამეტეს. არადა, როცა უკანონოდ ააშენეს მე-17 სართული, კომპანიის წარმომადგენელი გვარწმუნებდა, ეს ბოლოა, ვჩერდებით და ესეც სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომად დაგვჭირდაო. არავინ იცის სინამდვილეში რამდენი სართულის მშენებლობას გეგმავს ბათუმის ძველ ბულვარში რუსეთის მოქალაქეების კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე ...

Read More »

„მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციის სერტიფიკატს ყიდულობენ, შესაძლოა გახდნენ ახალი შტამების ფორმირების წყარო“

„მოქალაქეები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნაცვლად, ყიდულობენ შესაბამის სერტიფიკატს, არა მხოლოდ საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფთა სიცოცხლეს, არამედ შესაძლოა გახდეს ახალი შტამების ფორმირების წყარო“, – ამის შესახებ რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი, გამალეი ალექსანდრე გინცბურგი TASS-თან საუბარში აცხადებს. „ისინი ახალი შტამების გამრავლების ნიადაგია და საფრთხეს უქმნიან მათი საყვარელი ადამიანების, ბავშვების, უფროსების სიცოცხლეს“, – თქვა მან. გინცბურგის განცახადებით, ადამიანები, რომლებიც ...

Read More »

ბაიდენი – ბენზინის ფასები რჩება მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიების ხარჯები დაბალია

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს სთხოვა აშშ-ს სავაჭრო ფედერალურ კომისიას (FTC) გამოიკვლიოს, არიან თუ არა ნავთობისა და გაზის კომპანიები ჩართული შესაძლო უკანონო ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ბენზინის ფასის მაღალ შენარჩუნებას აშშ-ს ბაზარზე. შესაბამისი წერილი FTC-ის თავმჯდომარის, ლინა ხანის მისამართით თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ბაიდენის თქმით, „მზარდი მტკიცებულება არსებობს ნავთობისა და გაზის კომპანიების საწინააღმდეგო მომხმარებელთა ქცევის შესახებ“. „ამერიკის უმსხვილესი ნავთობისა და გაზის ...

Read More »

საწვავის ფასზე დამოკიდებულება: აშშ VS საქართველო

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში პოსტს ავქეყნებს, სადაც ის საწვავის ფასების თემას ეხმიანება. “აშშ პრეზიდენტი შეშფოთებულია საწვავზე ფასების ზრდის გამო. როგორც ბაიდენმა განაცხადა თავის ბოლო გამოსვლაში, საწვავის ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული და ის ახალისებს ინფლაციასაც. (ზუსტ ციტირებას არ ვახდენ) ამ დროს აშშ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1 დოლარს არ აღემატება (0.99 ცენტი), საშუალო ამერიკელის თვიური შემოსავალი ...

Read More »

გვიდიანი: არასდროს არავის დაავიწყდება ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ქვეყანაში აკეთა – არც ის, რომ ამ ყველაფრის სათავე და წამახალისებელი სააკაშვილია

„გაუგონარი თავხედობაა, როცა თავის დროზე ამ ყველაფერზე ტაშის მკვრელი ხალხი, დღეს გონორზე არიან და ჰუმანურობისკენ მოგვიწოდებენ. ვერაფრით ვხსნი ზოგიერთი ჭკუის კოლოფი სააკაშვილის რომანტიზებას რა ნამუსით გვთავაზობს?!“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელიც უკრაინაში მეგის ქარდავას სახლიდან ამოიღეს, სადაც ასახულია როგორ აიძულებენ ის და ალექსანდრე მუხაძე ერთ-ერთ მსჯავრდადებულს ტერორისტულ აქტში მონაწილეობის აღიარებას. „თავს ძალა დავატანე, მაგრამ ბოლომდე ...

Read More »

სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტომ დაწესებულების მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ...

Read More »

„საპენსიო მომსახურება რეპუტაციულად იმდენად დამაზიანებელია, მეეჭვება რომელიმე ბანკს ამ შარში თავის გახვევის სურვილი გაუჩნდეს”

„საპენსიო მომსახურება რეპუტაციულად იმდენად დამაზიანებელია, მეეჭვება რომელიმე ბანკს ამ შარში თავის გახვევის სურვილი გაუჩნდეს”, – ამის შესახებ ამის შესახებ ეკონომისტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საპენსიო სესხებზე რომ აქტიურობდნენ პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ, კლიპებიც კი ჰქონდათ შესაბამისი გაკეთებული, დამთავრდა არჩევნები და საკითხმაც აქტუალობა დაკარგა. პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხზე ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე Gallup-ის შეფასებაზე: კორუფციის დაბალი დონე საინვესტიციო მიმზიდველობის თავისებურ გზამკვლევადაც ითვლება

Gallup-ის შეფასებით, საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა. ნიშანდობლივია, რომ Gallup-ის 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა“- ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Gallup-ის 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას. ცუცქირიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ...

Read More »