Home » 2021 » November » 17

Daily Archives: November 17, 2021

ლიბერთი ყველა სესხს საბაზრო პირობებით გასცემს – ვასილ ხოდელი

„იყო პერიოდი, როდესაც ე.წ. საპენსიო სესხი  110% -ით  გაიცემოდა,  ამიტომ აბსოლუტურად მესმის ჩვენი მომხმარებლის, რომელსაც  ეს საკითხი აწუხებდა და შესაძლოა ახლაც აწუხებს. დღეისათვის „ლიბერთი“ საბაზრო პირობებით ოპერირებს და ამ კუთხით ბანკის მიმართ პრეტენზიების წაყენება სპეკულატიურია“ – ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით,  „ლიბერთის“ ახალმა მენეჯმენტმა ბანკში მისვლისთანავე დაიწყო სესხის პროცენტის შემცირებაზე მუშაობა და ახლა ეს განაკვეთი ...

Read More »

2022 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანში ჰიბრიდული მანქანები გადასახადისგან თავისუფლდება

აზერბაიჯანში ჰიბრიდული მანქანები გადასახადისგან გათავისუფლდება. აზერბაიჯანის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განსახილველად შევიდა. ამის შესახებ გამოცემა ABC.AZ წერს. ცვლილებების მიხედვით, აზერბაიჯანში იმპორტი და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვა, რომლებიც წარმოებულია არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში და ძრავის მოცულობა არ აღემატება 2500 კუბურ სანტიმეტრს, გადასახადისგან თავისუფლდება 3 წლის პერიოდით, კერძოდ კი 2022 წლის 1 იანვრიდან. განხილვის შემდეგ ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე ...

Read More »

აზერბაიჯანი ელექტრონულ სიგარეტზე აქციზის გადასახადს აწესებს

აზერბაიჯანს ელექტრონული სიგარეტი აქციზური საქონლის სიაში შეყავს. ცვლილების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში პირველი მოსმენისათვის განსახილველად შევიდა. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ-ი წერს, აქციზური საქონლის სიაში შედის თამბაქოს შემცვლელი, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი და მათი შემცვლელი. პროექტის მიხედვით, თამბაქოს შემცვლელზე ყოველ კილოგრამზე იმოქმედებს აქციზის განაკვეთი 30 მანეთი, ხოლო ელექტრონული სიგარეტის, ჩილიმისა და მათი შემცვლელის თითოეულ ერთეულზე 0,25 მანეთი. სიგარეტის ...

Read More »

მიხეილ დუნდუა „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციის შესახებ – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აჩვენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და გამორჩეულია სამეზობლოში

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით – 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია სამეზობლოში – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას. მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას. „პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ...

Read More »

“მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსებს ბრძოლის გარეშე არ გადასცა”

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ასიამოვნოს. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი “დანაშაული” ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს ბრძოლის გარეშე არ ჩააბარა. “არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი. ერთადერთი მისი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს არ გადასცა ქვეყანა ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე რუსებს. ეს არის მისი ...

Read More »

ცუცქირიძე – ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ

„ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, რომლის ინერცია გლობალურ ბაზრებზე დღემდე გრძელდება, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ. საქართველომ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“, რომელიც კორუფციის და კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსებთან ერთად, ერთ- ერთი წამყვანი ინდიკატორია მთავრობის ეფექტურობის და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი კი ორი ადგილით გაიუმჯობესა, ხოლო შეფასების 100 ...

Read More »

არჩვაძე – ბოლო 10 წელია, პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით

ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის Legatum Institute-ს მიერ 2021 წელზე განხორციელებული მსოფლიო ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 62.3 ქულით 167 სახელმწიფოს შორის 53-ე ადგილი დაიკავა, გაიუმჯობესა რა პოზიცია წინა, 2020 წელთან შედარებით 2 ადგილით და 2011 წელთან შედარებით – 8 ადგილით. ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების გარდა, ლიდერის პოზიცია უკავია, მისი უშუალო მეზობლები, ...

Read More »

ჭარაია – აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო პირველ ადგილზეა

„2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველო საუკეთესო მესამედშია და 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი რაც წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესებას და საუკეთესო ადგილს ნიშნავს, რაც საქართველოს ოდესმე დაუფიქსირებია რეიტინგში, რომელსაც 2007 წლიდან ბრიტანული Legatum Institute ახორციელებს. წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო ...

Read More »

„ბილაინი“ აბონენტებს “ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის ახალ პაკეტებს სთავაზობს

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ აბონენტებს ინტერნეტ პრემიუმი ხაზის ახალ სამთვიან პაკეტებს სთავაზობს. მოცემული პაკეტების აქტივაციისას აბონენტი ერთჯერადად იხდის პაკეტის 3 თვის საფასურს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყოველთვე ავტომატურად ერიცხება პაკეტის შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. ინტერნეტ პრემიუმის ახალი პაკეტების მომხმარებელი 3 თვის განმავლობაში ასევე სარგებლობს ღამის ულიმიტო ინტერნეტით და საჩუქრად იღებს Stingray Music App-ის პრემიუმ პაკეტს, იმავე ვადით. ინტერნეტ პრემიუმის ახალი ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ „თბილისი – წიგნის მსფოლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნად საიუბილეო კვირეული გაიმართება. მათივე ცნობით, დღეს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება, ხოლო 20 ნოემბერს პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართება. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი ...

Read More »