Home » 2021 » November » 16

Daily Archives: November 16, 2021

ფინანსთა მინისტრი – 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება

2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის 20 ლარით ზრდა და შესაბამისად, 1-ელი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება. „მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით პენსია იქნება 312 ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – 2022 წელს ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება მილიარდ 861 მილიონი ლარია, საიდანაც 500 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის

2022 წელს ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება მილიარდ 861 მილიონი ლარია, საიდანაც 500 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, წელს ამ მიმართულებით 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, თუმცა მინისტრის თქმით, ეს არ არის საკმარისი და პარლამენტში დამატებით შემოვა ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში, იმისათვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ...

Read More »

გიორგი ღიბრაძე: საზღვარგარეთ გამგზავრებამდე აუცილებელია, რომ კოვიდპასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში განვაახლოთ

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდპასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ვალიდური იქნება სისტემაში. „საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის ეტაპობრივ კლებას და წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას

მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზიანა. „ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის მაღალი წილი იყო მიზეზი იმისა, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა ...

Read More »

„ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს“

„ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას. მისი განცხადებით, გლობალური ლოქდაუნის ფონზე, კერძო სექტორისათვის პანდემიის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ზიანი შესაძლოა იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ ეკონომიკური აღდგენა არათუ მიმდინარე წელს, არამედ 4-5 წლიან პერიოდშიც შეუძლებელი ...

Read More »

მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა 2022 წლის 28 მარტიდან აიკრძალება

მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა 2022 წლის 28 მარტიდან აიკრძალება. მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა და მათზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები გავრცელდება. ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამასთან, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ...

Read More »

„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიის დროს გაჩენილი მთავარი დეფიციტი ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, ხალისი და ბედნიერებაა. შინ შეკეტილებს ყველაზე მეტად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვენატრა და, შესაბამისად, ისეთი საქმიანობების გახსენება დავიწყეთ, რაც მანამდე მივიწყებული გვქონდა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ  მთელ მსოფლიოში ლამის კომპიუტერულ თამაშებზე პოპულარული გახადა. სწორედამ პანდემიის დროს გაჩნდა  ...

Read More »

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო ხდება. „2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება, ეს ეხება პირველ ეტაპზე B და BE ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარევა სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“, – ამის შესახებ პლენარულ სესიაზე შინაგან მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა. „სატრანსპორტო საშუალების ...

Read More »

თიბისიმ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა

თიბისი ბიზნესების და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით, ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც აერთიანებს ყველა იმ API პროდუქტს, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს. დეველოპერების პორტალი ციფრული ბიზნესებისთვის და ფინტექებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც უწყვეტ მხარდაჭერასადა უკუკავშირს ჰპირდება დეველოპერებს და ბიზნესებს, რომ ინტეგრაცია მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს. ამ დროისთვის, პორტალზე კომპანიებისთვის ხუთი API სერვისი არის ხელმისაწვდომი: თიბისის ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემა, ვალუტის კურსების ფუნქციონალი ...

Read More »

წაქაძე: შიმშილობა რომ შველოდეს, დავჯდებოდი, თურნავას შვეიცარიის დონის ეკონომიკას მოვთხოვდი

შიმშილობა რომ შველოდეს, ახლა მეც დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი ეკონომიკის სამინისტროსთან საშიმშილოდ და თურნავას მოვთხოვდი, რომ შვეიცარიის დონის ეკონომიკა გვქონდეს. ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

Read More »