Home » 2021 » November » 15

Daily Archives: November 15, 2021

პროკურორი – 114 000 ლარი გადაიხადეს ინსბრუგში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში

114 000 ლარი იქნა გადახდილი ინსბრუგში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში, – ამის შესახებ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა. როგორც მუჯირი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს არ ედავება. მუჯირის თქმით, ბრალდება პრეზიდენტის, მისი სამეგობროსა და გარემოცვის კომფორტისთვის გახარჯულ თანხებს ეხება. „დღეს, სისხლის სამართლის ...

Read More »

პროკურორი – 9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, ემსახურებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების, სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს

9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის თუ სხვა ხარჯებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებს და პროტოკოლით გათვალისწინებულ ...

Read More »

სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მოგესალმებით! მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი. რაც შეეხება საწვავის ფასებს: საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის ...

Read More »

ნატომ უკრაინა და საქართველო ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია

ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ნატოს ამ გადაწყვეტილებას. “ძალიან მისასალმებელია, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ნატო-ს უახლოეს მინისტერიალზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება, მიწვეულია და ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმ ხელშესახები პროგრესის, რომელიც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, უკრაინასთან ერთად გააჩნია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე”, – თქვა ზალკალიანმა. მისი თქმით, აღნიშნული ...

Read More »

საქართველოში შესაძლოა, ზეთი კიდევ გაძვირდეს – რუსეთი პროდუქტზე საექსპორტო გადასახადს ზრდის

საქართველოში ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იზრდება და 1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტონაზე 276 დოლარი და 70 ცენტი გახდება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი. მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ეს საორიენტაციო და საბაზისო ფასებს (ტონაზე 1000 დოლარი) შორის სხვაობის 70%-ს ...

Read More »

პაპუნა ლეჟავამ საფინანსო სექტორს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია წარუდგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებთან 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2021 წლის გამოცემა წარადგინა. პაპუნა ლეჟავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც საზედამხედველო დოკუმენტით არის განსაზღვრული. მისი თქმით, საზედამხედველო სტრატეგია ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისათვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, ეროვნული ბანკის სამომავლო გეგმებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ...

Read More »

თურნავა – პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება, მათ შორის სრულიად ახალი პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა, რომლებზეც მუშაობა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიმდინარეობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა. „პრემიერ-მინისტრთან მთლიანად ეკონომიკური გუნდი ვიკრიბებით, გავდივართ და ვაახლებთ იმ პროგრამებს და საინვესტიციო შეთავაზებებს, რომლებიც დაგვიგროვდა. ორი დღის წინ განვიხილეთ 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება, მათ ...

Read More »

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.7%-ით გაიზარდა

2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 206.7 მლნ აშშ დოლარი (649.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (25.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. „ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას. საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ ...

Read More »

ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატს აღიარებს

ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატს აღიარებს – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის აღიარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.  „მე მაქვს რამდენიმე კარგი ამბავი, რომელიც კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლდოვის, საქართველოს და სერბეთის მიერ გაცემული კორონავირუსის სერტიფიკატების ეკვივალენტურობის შესახებ, რაც ...

Read More »