Home » 2021 » November » 13

Daily Archives: November 13, 2021

პარლამენტს, სურსათზე ფასის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

პარლამენტს, სურსათზე ფასის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. წინადადების ავტორი მარიამ ჭყონიაა. „საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება ფასები სურსათზე, რის გამოც რესტორნებში და კაფეებში ხშირად ხდება დანაშაულებრივი ქმედებები და გაორმაგებული და გაათმაგებული ფასებითაც კი, ტურისტების დაყაჩაღება. ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე. გთხოვთ, იმსჯელოთ ჩემს საკანონმდებლო წინადადებაზე სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული წინადადების განხილვა ...

Read More »

აუდიტის სამსახურმა პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები წარუდგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი დასკვნა წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილი მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 395 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 18.8 მილიარდ ლარს შეადგენს. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, 2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ პროცესებზე. უწყების შეფასებით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება დადებითი ეკონომიკური დინამიკა, ...

Read More »

Apple-ი თანამშრომლებს ჩანთების შემოწმების გამო 29,9 მილიონ დოლარს გადაუხდის

კომპანია Apple-ი თანამშრომლებს ჩანთების შემოწმების გამო 29,9 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. 2013 წელს კალიფორნიის შტატში მდებარე Apple-ის 52 მაღაზიის 14 683 თანამშრომელმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ კალიფორნიის კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც არ აუნაზღაურა თანამშრომელბს ის დრო, რომელიც მათ ჩანთების შემოწმების გამო დაკარგეს. Apple-ში აცხადებდნენ, რომ ეს შემოწმება საჭირო იყო იმისთვის, რათა თანამშრომლებს ...

Read More »

ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მსხვილი ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები მზადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ტურისტული პროექტების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრაზე დღეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა. ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ისეთი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების, საპორტო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების განვითარებას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ პროექტებზე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, ...

Read More »