Home » 2021 » November » 12

Daily Archives: November 12, 2021

McDonald’s მომღერალ მერაია კერისთან თანამშრომლობით საშობაო აქციას იწყებს

CNN-ის ცნობით, ამერიკელი მომღერალი მერაია კერი McDonald’s-თან თანამშრომლობს და როგორც შობის დედოფალი, თავის თაყვანისმცემლებს ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქარს, უფასო საკვებს შესთავაზებს. მომავალ თვეში McDonald’s-ის დებიუტი, „Mariah Menu” გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც სწრაფი კვების ქსელი ყოველ დღე უფასო მენიუს სხვადასხვა პროდუქტს გასცემს. ამისთვის მომხმარებელს McDonald’s-ის აპლიკაციით მხოლოდ 1-დოლარიანი შეკვეთის განხორციელება დასჭირდება. აქცია 13-დან 24 დეკემბრამდე გაიმართება. “ჩემი საყვარელი მოგონებები ბავშვებთან ერთად McDonald’s-ში ჩვენს ...

Read More »

საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს „სესხი დამწყები ბიზნესისთვის“ წარუდგინა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროდუქტის გამოყენება როგორც ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, ასევე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მომუშავე საქმიანობის გაფართოვების მიზნითაა შესაძლებელი. ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლისთვის. რაც მთავარია, პროდუქტი სხვა საჭირო ბენეფიტებსაც აერთიანებს, როგორიცაა: უფასო ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის III კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის მესამე კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული კვლევა, ბანკების მენეჯმენტის გამოკითხვის გზით, 2013 წლიდან ტარდება. კვლევის მიზანია რესპონდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ. მათივე ცნობით, კვლევის ...

Read More »

„ზოგიერთ ბალტიისპირელ პარლამენტარს, შესაძლოა ერჩივნოს საქართველო იყოს რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა რუსეთმა მათი ქვეყნებისთვის „არ მოიცალოს“

„ზოგიერთ მათგანს შესაძლოა ერჩივნოს, რომ საქართველო იყოს რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა რუსეთმა მათი ქვეყნებისთვის „არ მოიცალოს“, თავად კი რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობებით, უზარმაზარი ტვირთბრუნვით და საბანკო სისტემების მეშვეობით სიმდიდრეს აგროვებენ“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ირაკლი გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ევროპელი ჩინოვნიკის მიხაელ ზიბერტის განცხადებით, ვიოლა ვონ კრამონს უთქვამს, რომ საქართველოს უნდა ...

Read More »

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო საავტომობილო“, ,,ყაზბეგი“, ,,გუგუთი“, ,,ვალე“, ,,ნინოწმინდა“ და  ,,კარწახი“ პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება. აღნიშნული პროექტი (საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა – SBMMG),   ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და უახლესი აღჭურვილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ერთდროულად გადაეცა. ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – ინოვაციურ სტარტაპებს სახელმწიფო საკუთარი რესურსით დააფინანსებს

ინოვაციურ სტარტაპებს სახელმწიფო საკუთარი რესურსით დააფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით იზრდება (ხდება 777 მლნ ლარი), საიდანაც 20 მლნ ლარი არის გაზიფიცირების პროექტებისთვის გათვალისწინებული, 15 მლნ ლარი კი, ინოვაციური სტარტაპების დაფინანსებაზე მიემართება. „ეს არის საგრანტო კომპონენტი, რომელიც გვქონდა ...

Read More »

ავსტრია აუცრელებისთვის ლოკდაუნის ამოქმედებას გეგმავს

ავსტრია არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნის ამოქმედებას გეგმავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ავსტრიის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციებში ორშაბათიდან ე.წ. ლოკდაუნის ამოქმედება იგეგემება, რაც გულისხმობს, რომ არავაქცინირებულები ან არასრულად აცრილი მოქალაქეები ვერ შეძლებენ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სახლის დატოვებას, გარდა ისეთი მიზეზებისა, როგორიცაა სამსახურში წასვლა, საკვები პროდუქტების შეძენა ან სუფთა ჰაერზე სპორტული აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში არავაქცინირებულეთათვის რესტორნების, კინოთეატრების, სათხილამურო კურორტების და სილამაზის სალონების სტუმრობა რამდენიმე თვეა, ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მსჯელობის საგანი. განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად გამოკვეთა ელექტროენერგიის მოხმარების უბალანსობასთან დაკავშირებული რისკები. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს კანონმდებლობის დონეზე დასაშვები ცდომილების განსაზღვრის შესაძლებლობებზე. ასევე, ჯგუფებში გაერთიანების გზით უბალანსობის შემცირების და, შესაბამისად, უბალანსობის აღმოფხვრის ხარჯის მინიმიზაციის გზებზე. კომიტეტის ფარგლებში საუბარი შეეხო ფასის დადგენის დეტალებს. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა დააფიქსირეს წუხილი ელექტროენერგიის საბოლოო ფასში სისტემური ხარჯების ჩართვის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით. ხოლო სხდომის დასასრულს, დისკუსია გაიმართა ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის გაფართოებულ, რიგით მე-6 სხდომას უმასპინძლა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „სხდომა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მას კომიტეტის წევრების გარდა, საფინანსო სექტორისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სტრატეგიის დამტკიცებიდან 5 წელი შეაჯამეს და ახალი ფორმატით თანამშრომლობაზე იმსჯელეს. შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა გვენეტაძემ გახსნა და ...

Read More »

შემოსავლების სამსახური: 15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471 სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით “RS ჩათი” ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299. ...

Read More »