Home » 2021 » November » 11

Daily Archives: November 11, 2021

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ განუცხადა. გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.

Read More »

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძემ საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავლის მოძებნის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზა აქციზის გადასახადის ცვლილებაშია. „ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არის, პირველი, მსოფლიო ბაზარი, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, ხოლო მეორე არის აქციზის გადასახადი. უნდა იყოს თუ არა აქციზი მცურავი, უნდა განახევრდეს თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს არის ...

Read More »

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1492 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1492 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1523 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0401 ლარი შეადგინა. ...

Read More »

ლუკაშენკო ევროპაში გაზის ტრანზიტის შეწყვეტით იმუქრება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპაში გაზის ტრანზიტის შეწყვეტას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუკი ევროკავშირი მათ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კვლავ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ, თუ ჩვენ შევწყვეტთ ბუნებრივ აირს? ამიტომ ვურჩევდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, ლიეტუველებს და სხვა უტვინო ხალხს, დაფიქრდნენ, სანამ იტყვიან,” – განაცხადა ლუკაშენკომ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთი-ბელარუსის ...

Read More »

„დააბრუნებინეთ სააკაშვილს ნაძარცვი ღიად, გამჭვირვალედ და შარშანდელი თოვლივით გაქრება ის ქართული სინამდვილიდან“

“დააბრუნებინეთ სააკაშვილს ნაძარცვი ღიად, გამჭვირვალედ და შარშანდელი თოვლივით გაქრება ის ქართული სინამდვილიდან, მთელ თავის კრიმინალურ ქსელთან ერთად”, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ნაციონალური მოძრაობა მაფიოზური სტრუქტურაა, ის ქვეყანას კრიმინალური მეთოდებით მართავდა. რეკეტი, დაშინება, ბულინგი, დაჭერა, რეპრესიები, წამება, ქონების ჩამორთმევა, ძარცვა, ცემა, ფარული გადაღებები, პირადი ცხოვრებაში შეჭრა, ...

Read More »

პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც დათვალეს საპენსიო სესხის პროცენტი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის პროცენტი დათვალეს. დეპუტატი „ბანკები და ფინანსებთან“ განმარტავს, რომ ბაზარზე საპენსიო სესხის პროცენტი საკმაოდ მაღალია და მისი შემცირება დაახლოებით 10%-ით არის შესაძლებელი. კითხვაზე, რის საფუძველზე ხდება ასეთი განცხადების გაკეთება, რა გათვლებს ემყარება და რამდენად რეალურია ამის განხორციელება, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ეს ცალკეული ექსპერტების მიერ არის ...

Read More »

„ოცნების“ მმართველობის პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და „ნაცმოძრაობის ეპიდემია“, რომელსაც „ტვინდემიის“ საფრთხე აქვს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს საზოგადოების და სახელმწიფოს დაცვა „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედებებისგან. ,,ქართულ ოცნებას“ რთულ ვითარებაში უწევს ქვეყნის მართვა. მის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები არ არის მხოლოდ ადგილობრივი ეტიოლოგიის. მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და ,,ნაციონალური მოძრაობის ეპიდემია“, რომელსაც “ტვინდემიის“ საფრთხე აქვს და მასზე მოქმედი ეგზოგენური ფაქტორებიც არ არის შემთხვევითი. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ...

Read More »

„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს

„საზოგადოება და ბანკები“ საპენსიო საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საპენსიო საკითხი და მისი დარიგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საბანკო დაწესებულების გამოსავლენი ახალი სატენდერო პირობების შემუშავება არის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემა და ამდენად, მასზე საზოგადოებრივი კონტროლი მაღალი სტანდარტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. „ამიტომ ვფიქრობთ, რომ „საზოგადოება და ბანკები“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. პენსიებისა და სხვა სოციალური ...

Read More »

რუსეთში “მეფობა ბრუნდება” – გუბერნატორობა სიცოცხლის ბოლომდე ხდება შესაძლებელი

უვადო მმართველობის ფორმა – უმაღლეს სამთავრობო თანამდებობებზე მუშაობა ხანგრძლივობის შეზღუდვის გარეშე, რუსეთისთვის ნორმად იქცევა. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს. პრეზიდენტის შემდეგ, რომლის არჩევის რაოდენობირივი ზღვარი „განულდა“ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ, ლიმიტების გაუქმებას „ზედიზედ ორი ვადით“ რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებიც მიიღებენ. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს წარადგინა ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიშასმა, დუმამ სამშაბათს პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის მიხედვით, ...

Read More »

პუტინის წინააღმდეგ ბრალდებების შემდეგ, რუსეთმა ბელორუსიაში ატომური ბომბდამშენები გაგზავნა

რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენები გაგზავნა ბელორუსიაში, სადაც მიგრაციული კრიზისი მიმდინარეობს პოლონეთის საზღვარზე და რომლის მოწყობაშიც ვარშავა კრემლს ადანაშაულებს. როგორც გამოცემა “რია ნოვოსტი”წერს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ორმა შორ მანძილზე ბომბდამშენმა Tu-22m3, ბირთვული იარაღის მატარებელმა, ოთხშაბათს „აწარმოა პატრულირება ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში“ და შეიმუშავა „ურთიერთქმედება სახმელეთო კონტროლის პუნქტებთან“, იტყობინება. მიზანი მოკავშირე სახელმწიფოების ერთიანი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საბრძოლო ეკიპაჟების შემოწმება იყო. ...

Read More »