Home » 2021 » November » 10

Daily Archives: November 10, 2021

საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ კი საქართველოში პირველად გაიმართება. შოუს მიზანია, საინტერესო, გამორჩეული, ...

Read More »

„რუსეთის სადგურებზე ბენზინი 15 რუბლით ძვირი ეღირებოდა, რომ არა მთავრობის მიერ მიღებული ზომები“ – რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი

„რუსეთის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი 15 რუბლით ძვირი ეღირებოდა, რომ არა მთავრობის მიერ მიღებული ზომები”, – ამის შესახებ ოთხშაბათს რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა. მისივე განმართებით, რუსეთში არსებობს მექანიზმი, ე.წ. damper-ი (демпфер), რომელის არსებობასაც ბევრი აკრიტიკებს, თუმცა, მის ფარგლებში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით უხდის ნავთობკომპანიებს, თუ ბენზინზე საექსპორტო ფასები უფრო მაღალია, ვიდრე რუსული, რაც ასტიმულირებს საწვავის ...

Read More »

#1 ქომაგი – ვითიბის და Echolize-ს სპორტის მხარდამჭერი ერთობლივი კამპანია

ვითიბი, როგორც ქართული სპორტის #1 ქომაგი აქტიურად აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას. კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, ბანკი, კომპანია Echolize – თან ერთად, იწყებს სპორტის ერთობლივ  მხარდამჭერ კამპანიას, სადაც ქართველი ცნობადი სახეები, სოციალური მედიის საშუალებით, კერძოდ ბანკის Instagram  გვერდიდან, გამომწერებს მოუყვებიან სპორტის შესახებ სხვადასხვა ისტორიებს, ჩაატერებენ ვიქტორინებს და გაათამაშებენ სპეციალურ პრიზებს. გამარჯვებულები, ბანკისგან საჩუქრად მიიღებენ, სამახსოვრო ბრენდირებულ მაისურებს, ჰუდებს ჩანთებს და სხვა სუვენირებს. ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენ მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი თამაშის წესების განსაზღვრის და გამჭირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. ამ მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2016 -2020 წელს მოიცავს. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. „მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეების მაღალ დანახარჯებს, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს არაინფორმირებული არჩევანი, ჯენერიკული და ურთიერთჩამნაცვლებელი მედიკანტების ნაკლები პოპულარობა, ბაზარზე წარმოდგენილი ჰოლდინგური სისტემები, რომელიც გარკვეულწილად კომერციული ...

Read More »

გაირკვა, რომ საპენსიო საკითხებზე ყველა დაპირება პოლიტიკური კეკლუცობა იყო

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, ეკონომისტი აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს. “ბანკები და ფინანსები” სტატუსს უცვლელად გთავაზობთ. „წინასაარჩევნოდ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, არაერთი დაპირება მოვისმინეთ. მათი უმრავლესობა საპენსიო სესხის ღირებულებას უკავშირდებოდა და რიგი პოლიტიკოსებიც აქტიურად გვპირდებოდნენ, ე.წ. საპენსიო სესხის გაიაფებას. გაიაფების მთავარ ბერკეტად კი ახალი ტენდერის ჩატარებას ...

Read More »

„პენსიების დარიგების ხარჯის სუბსიდირება შესაძლოა განვიხილოთ იმ ადგილებში, რომელიც ძნელად მისადგომია“

უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მიზნით, პენსიისა და სხვა სოციალური გასაცემლების სადისტრიბუციო ხარჯების სახელმწიფოსგან დაფინანსების შესაძლო სქემას “ბანკები და ფინანსებთან“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეხმაურება. მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვაგვარად უნდა მოხდეს. კერძოდ, შემოვიდეს კონკურენცია და ე.წ საპენსიო სესხის პროცენტის ოდენობა ბაზარმა დაარეგულიროს. „თუ სუბსიდირებაზე იქნება საუბარი, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ იმ ადგილებში, რომელიც ძნელად ...

Read More »

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციები რეკორდულ 11,5 მილიარდ დოლარს აღწევს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ ნახევარში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 11,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Google-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, სინგაპურის FinTech Festival-ის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ინვესტიციებმა მთელი გასული წლის განმავლობაში შეადგინა 11,6 მილიარდი დოლარი, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში – რეკორდული 11,5 მილიარდი დოლარი. ყველაზე დიდი იყო ტრანზაქციები სინგაპურის ლოჯისტიკურ სტარტაპთან J&T Express (დაახლოებით 2 ...

Read More »

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა. კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც  500 ტონამდე  ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის  რეგიონში   56   ...

Read More »

ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,777 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი – 89,647 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ოქტომბრის თვეში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და ...

Read More »

რა იწვევს მედიკამენტებზე მაღალ დანახარჯებს – კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ. „მედიკამენტის არჩევისას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, რეცეპტი ელექტრონული უნდა იყოს და მასში ძირითად მედიკამენტთან ერთად ჩამნაცვლებელი გენერიკული მედიკამენტიც უნდა ...

Read More »