სინგაპურში არავაქცინირებული ადამიანები COVID-19-ზე უფასო მკურნალობას ვეღარ მიიღებენ

0
16

სინგაპურის მცხოვრებლებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინაცია და დაავადდნენ COVID-19-ით, 2021 წლის 8 დეკემბრიდან სამედიცინო ხარჯების გადახდა თავად მოუწევთ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ონ იე კუნგის ნათქვამზე დაყრდნობით Asia One-ი წერს.

ადრე საავადმყოფოებში მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო იხდიდა, ცვლილებები შემოდის იმის გამო, რომ დაინფიცირებულები პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურ სტაციონარულ მკურნალობას, არავაქცინირებული არიან.

ახალი წესები გავრცელდება მათზე, ვისაც არ სურს აცრის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის საჭიროება აქვთ სამედიცინო მიზეზების გამო.

მათთვის, ვინც უკუჩვენებების გამო ვერ აიცრას და ასევე 12 წლამდე ბავშვების გადასახადებს, მთავრობა სრულად გადაიხდის.

სანდრო პირველი