Home » 2021 » November » 09

Daily Archives: November 9, 2021

შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები 2022 წლის მაისში დაიწყება

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები 2022 წლის მაისში დაიწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ფართომასშტაბიან კვლევით სამუშაოებს ავსტრიული კომპანია ჩაატარებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 30 მლნ დოლარია. ხელშეკრულება პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კომპანიასთან საქართველომ 2021 წლის აპრილში გააფორმა. ხელშეკრულებით OMV Petrom-ს საქართველოში 7-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს განსაზღვრული.

Read More »

ნიკაკოის მომავლის მუსიკა და „ვოლვო ქარ საქართველოს“ დამუხტვადი ჰიბრიდი

„ვოლვო ქარ საქართველომ“, არტისტ ნიკა მაჩაიძესთან ერთად, ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. მთავარი მიზანი დამუხტვადი ორძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების საზოგადოებისთვის წარდგენა და ბრენდის გლობალური ტრენდის გაგრძელება – ანუ ადგილობრივ მომხმარებელთან მდგრადი განვითარებისა და  ეკოლოგიის შესახებ საუბარია. საქართველოში „ვოლვოს“ კამპანია თიზერ ვიდეოთი დაიწყო, რომელსაც სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, არტისტმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაცია შექმნა. კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ...

Read More »

„უნდა განვიხილოთ მოდელი, რომ პენსიების დარიგების ხარჯი სახელმწიფომ დააფინანსოს“ – მერაბ ჯანიაშვილი

პენსიონერებისთვის მომსახურების პირობებების ნებისმიერი სახით გაუმჯობესებას მიესალმება ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. თუმცა, აცხადებს, რომ უნდა დაიდოს  კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საპენსიო მომსახურების დახვეწა და უფროსი თაობის წარმომადგენლებზე გაცემულ კრედიტებზე სესხის პროცენტის შემცირება. „ერთია, იდეის გაჟღერება და მეორეა, წარმოადგინო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეასრულებ და როგორ ასახავ პრაქტიკაში გაჯღერებულ ინიციატივებს.  სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერცერთი პოლიტიკოსის მხრიდან, ვინც წინასაარჩევნოდ საპენსიო სესხებზე პროცენტის ...

Read More »

ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც წალენჯიხის კურორტად განვითარების იდეას უერთდება

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შეხვდა “ბიოლის” დაფუძნებელს თამაზ მჭედლიძეს, რომელიც წალენჯიხის საერთაშორისო კურორტად განვითარების იდეას უერთდება. “შევხვდი თამაზ მჭედლიძეს “ბიოლის” დამფუძნებელს, მაგარ ქართველს. თამაზი უერთდება წალენჯიხის და მისი ულამაზესი ადგილების საერთაშორისო კურორტად განვითარების იდეას. მადლობა თამაზ, ერთად ყველაფერს შევძლებთ”, – წერს მამუკა ხაზარაძე

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე პასპორტები“ დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მწვანე პასპორტების“ შემოღებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება. „მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, ვინაიდან სტატუსის მოპოვება შესაძლებელია როგორც ვაქცინაციის, ასევე შესაბამისი ტესტირების ჩატარებისა და კოვიდ ვირუსის გადატანის შემთხვევაში. ...

Read More »

200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს

200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა. „ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება. სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 ...

Read More »

სინგაპურში არავაქცინირებული ადამიანები COVID-19-ზე უფასო მკურნალობას ვეღარ მიიღებენ

სინგაპურის მცხოვრებლებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინაცია და დაავადდნენ COVID-19-ით, 2021 წლის 8 დეკემბრიდან სამედიცინო ხარჯების გადახდა თავად მოუწევთ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ონ იე კუნგის ნათქვამზე დაყრდნობით Asia One-ი წერს. ადრე საავადმყოფოებში მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო იხდიდა, ცვლილებები შემოდის იმის გამო, რომ დაინფიცირებულები პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურ სტაციონარულ მკურნალობას, არავაქცინირებული არიან. ახალი წესები გავრცელდება მათზე, ვისაც არ სურს აცრის ...

Read More »

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, რადიოების – კი 4%-ით შემცირდა

2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს. კომუნიკაციის კომისიის ინფორმაციით,წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს შეადგენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „ტელეიმედმა“ 5.9 მილიონი ლარის ოდენობით მიიღო, „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2“-მა 2.4 მილიონი ლარის ...

Read More »

შესაძლოა, ბიზნესისთვის გაზი კიდევ გაძვირდეს – მურმან მარგველაშვილი

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი გაძვირდეს. როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, ევროპაში გაზრდილი მოთხოვნისა და რუსეთის მიერ შემცირებულ მიწოდების გათვალისწინებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირების საფრთხე არსებობს. „გაზის ფასი ევროპაში ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ობიექტური ფაქტორი ცივი ზამთარია, რასაც ელიან წელს ევროპაში. სუბიექტური ფაქტორია „ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გარშემო არსებული დაპირისპირება. ამ გაზსადენის ...

Read More »

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში. ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ ...

Read More »