ჭყონია: როცა პროექტი შეგაქვს მერიაში ისე კი არ იხილავენ, თუ ვიღაცამ არ დაურეკა – ყველა პროექტს სჭირდება „პატრონი“

0
30

„როცა პროექტი შეგაქვს მერიაში ისე კი არ იხილავენ, თუ ვიღაცამ არ დაურეკა – ყველა პროექტს სჭირდება „პატრონი“, – ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია Bm.ge-სთან საუბარში აცხადებს.

მისი თქმით, თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მათ მხარესაა და აღნიშნული პრობლემა სისტემურია.

„ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან ნელა მიდის ეს თემები, ჩვენი შეთავაზება უფრო სწრაფია, ვიდრე გადაწყვეტილებას ღებულობენ ჩვენს გარშემო. ახლა გვაქვს მიწა ნაყიდი აეროპორტის გზაზე. ეს თემები არის ძალიან რთული გადასალახი. დრო სჭირდება. კალაძე ჩვენს მხარეს არის.

იცით როგორ არის, მაგალითად, პროექტს ხომ შეიტანთ, მაგალითად თემურ ჭყონიამ მიიღო ეს პროექტი, ის კი არ იხილავს თუ ვინმემ არ დაურეკა. წარმოგიდგენიათ? რომ დაურეკავ, მერე იწყებს განხილვას. შენს მიერ მიტანილ ყველა პროექტს სჭირდება პატრონი. ეს სისტემის პრობლემაა. გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა.

აი, მაგალითად, როგორ უნდა წყდებოდეს – მაკდონალდსი შენდება ხუთ თვეში, სხვა რაღაც შენობა შენდება რაღაც პერიოდში, ყველა პროექტს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების ვადები, ხუთ თვიან პროექტს რამდენ ხანში უნდა აძლევდე პასუხს. ჩვენთან 2 თვე არის – 50 ნომრიან სასტუმროს, 100 სართულიანს, ერთ სართულიანს, ყველაფერს აქვს 2 თვე”, – აცხადებს ჭყონია.