Home » 2021 » November » 08

Daily Archives: November 8, 2021

ჭარაია: 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წელს შეიძლება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რეალისტურია

„2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წელს შეიძლება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რეალისტურია. მართალია სულ რამდენიმე დღის წინ EBRD-მ საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 7.5 პროცენტზე იწინასწარმეტყველა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საქსტატმა“ წინა თვეების და კვარტლების წინასწარი მონაცემები დააზუსტა და გაზარდა, შესაბამისად 10%-იანი ზრდაც ადეკვატურია,” – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ. ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ...

Read More »

როდის გადავა ქვეყანა ელექტროენერგიის დღე-ღამურად დიფერენცირებულ ტარიფებზე – ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, დღე-ღამურად დიფერენცირებულ ტარიფებზე ქვეყანა გადავა მას შემდეგ, რაც ყველგან იქნება ე.წ ჭკვიანი მრიცხველები დაყენებული. როგორც მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, დღეს არსებული მრიცხველები არ იძლევა საშუალებას ყოველსაათობრივად მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა მოხდეს. „დღეს არსებული მრიცხველების შემთხვევაში, იქ ფიზიკურად უნდა მივიდეს ადამიანი ყოველ საათში და ასე ვერ მოხდება ბუნებრივია. ერთი ...

Read More »

საწვავის ფასებთან დაკავშირებით “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად აქვეყნებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას – ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ

საჯარო სექტორში დასაქმებულებს 2022 წლიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაზე საუბრისას განაცხადა. “2022 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება – ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს. ზოგადად, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის გათვალისიწნებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

Read More »

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილება შეეხო ასევე მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდას და მშპ-ს მოცულობას. როგორც მინისტრი აღნიშნავს, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6.0%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. „როგორც იცით, სექტემბერში დაფიქსირდა, 6,9%-იანი ეკონომიკური ზრდა. სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 11,3%-ით. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაყრდნობით, ...

Read More »

საწვავის ფასის შესამცირებლად ბერკეტები ქვეყნის შიგნითაც არსებობს

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი მთელი წლის განმავლობაში, თითქმის შეუქცევადად იზრდება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთი ბარელის ფასი 100%-ით არის გაზრდილი. გამონაკლისი გასული კვირა იყო, როდესაც ნავთობის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში პირევალად ჩამოსცდა ბარელზე 80 დოლარს. ეს კი თავის მხრივ ოპეკი+-ის ბოლო შეთანხმებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, წევრი ქვეყნები არსებულ მოპოვებას აღარ შეამცირებენ. თავის მხრივ საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გლობალურ ...

Read More »

სტარტაპ კურსი – პრაქტიკული რჩევები შენი ბიზნესისთვის

ყველა დიდი თუ ცნობილი ბიზნესი განვითარების საწყის ეტაპზე სტარტაპი იყო. სტარტაპერობა არის ფაზა, რომლის გავლაც ყველას უწევს, თუმცა არც ისე ადვილია, შენი იდეა წარმატებულ ბიზნესად აქციო. ამისთვის გარკვეული ცოდნაა საჭირო, ხშირად კი ისე წამოვიწყებთ საქმეს, შესაბამისი ცოდნა ან არ გაგვაჩნია ან არ არის საკმარისი. ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელზეც თიბისი უკვე წლებია მუშაობს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად, ...

Read More »

ობიექტების ჩამონათვალი, სადაც 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას

მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით – ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი

ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით – ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. „მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს – აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Europcar Georgia“ ახალ სერვისს ნერგავს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia” ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს ნერგავს. 3,750,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, საქართველოში პირველად, “Europcar Georgia” კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით საავტომობილო მომსახურება მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით დაჯავშნონ. „Europcar Georgia“ საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს – ავტომობილების გაქირავებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას აერთიანებს. კომპანია ...

Read More »