Home » 2021 » November » 03

Daily Archives: November 3, 2021

თბილისში სალომბარდე ქსელის, „ვალუტოს“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

თბილისში, (ალ. ყაზბეგის გამზირი #19ა) „ვალუტოს“ ახალ ფილიალში, მომსახურების მიღება მომხმარებელს უკვე  შეუძლია. „ვალუტოს“ 24/7-ზე კონცეფციის ფილიალები მომხმარებლებს ამ ეტაპზე შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს: ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი ; სწრაფი ფულადი გზავნილები ; 80 000 ლარამდე სწრაფი სესხი უზრუნველყოფის გარეშე; ვალუტის კონვერტაცია. „ვალუტოს“ სერვისები ამჯერად საქართველოს 6 ქალაქში –  თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი. კომპანიის უპირატესობა სალობარდე სესხებზე ...

Read More »

ვითიბისა და საფეხბურთო კლუბ დინამოს შორის ფაქტორინგული ოპერაცია განხორციელდა

ვითიბი ბანკი, როგორც ქართული სპორტისა და ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას. ბანკის მეშვეობით, კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა ვითიბისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისს შორის – განხორციელდა საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაცია, რომლის ანალოგი, ვითიბი ბანკის და ქართული სპორტის ერთობლივი ოპერაციების ჭრილში, ჯერ არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობა მიიღოვითიბი ფაქტორინგმა. „მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსური ...

Read More »

იოსებ არჩვაძე: გაძვირებული იმპორტი რომ არა, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში 4-4,5%-ს არ გადააჭარბებდა

ინფლაციის ასეთი მაღალი ტემპის მიზეზი რამდენიმეა. გარე ფაქტორები დიდწილად განაპირობებს ხარჯების ინფლაციას – ადგილი აქვს იმ ნედლეულისა და პროდუქციის გაძვირებას, რომლის ტრადიციული იმპორტიორია საქართველო. მთლიანობაში, რომ არა გაძვირებული იმპორტი, ჩვენი შეფასებით, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში არ გადააჭარბებდა 4-4,5 პროცენტს, – ასე გამოეხმაურა საკუთარ ფბ-გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელს, რომელმაც, აგვისტოს მსგავსად, ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: 2022 წელს მოსალოდნელია ინფლაციის დასტაბილურება მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც

„ინფლაციის მაჩვენებლის ლომის წილი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის. თუ მას მედიკამენტებსა და კომუნალურ ხარჯებზე გაზრდილ ფასებს დავუმატებთ, მივიღებთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ფასების ზრდა სინამდვილეში იმაზე უფრო მეტია ვიდრე ამას გასაშუალოებული ინფლაცია გვიჩვენებს. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნაც, რაც უმთავრესად გლობალური პანდემიით და საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურითაა განპირობებული,“ -ასე ეხმიანება „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფლაციის ...

Read More »

თიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მიმოიხილავს

თიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ღია ბანკინგის ფარგლებში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემას შეეხება. ამჯერად, ეპიზოდის სტუმრები Optio.Ai-ს თანადამფუძნებელი, შოთა გიორგობიანი და თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია არიან. ღია ბანკინგის შესაძლებლობების გარდა, სტუმრები პერსონალური ფინანსური მენეჯერის (PFM) და ბიზნეს ფინანსური მენეჯერის (BFM) განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, როგორც საბანკო არხებში, ისე ფინანსურ ტექნოლოგიებში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ფინანსების მართვას ბიზნესებისა და ...

Read More »

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახსნა

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით განმავითარებელი და ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „სამალავმა“ ახალი ფილიალი გახსნა. როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, „სამალავი“ 1000-ზე მეტი დასახელების ქართულ და იმპორტირებულ ფუნქციურ სათამაშოს სთავაზობს მომხმარებელს. ბანკმა კომპანიის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით 35,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს უტოლდება. მათივე ცნობით, ქართული პროდუქციის დიდ ნაწილს ხის სათამაშოები წარმოადგენს, რომელიც არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავებით დამზადებული. ...

Read More »

ბაიდენი – მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა 30 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

მსოფლიოს მასშტაბით კარბონ-ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლა გლობალურად 30 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი აზრით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ეკონომიკის გარდაქმნა აჩენს შესანიშნავ შესაძლებლობას ორგანიზაციებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ინოვაციური დარგების განვითარებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ...

Read More »

„იღუპება იხტიოფაუნა, კატასტროფაა ყველა მდინარეში“ – „აქ არის დიდი ფული და ბრაკონიერები მიდიან ყველაფერზე“

„იღუპება იხტიოფაუნა“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბრაკონიერობის შემთხვევები კატასტროფულად გაზრდილია, თევზის გარკვეული სახეობები გაქრობის პირასაა. როგორ თემურ ტყემალაძე ამბობს, დარგს განსაკუთრებით დენით თევზაობა აზიანებს. ამის აღსაკვეთად კი, კანონის გამკაცრებაა საჭირო. „ბრაკონიერობა არის დარგის კატასტროფა და ყველა თევზის სახეობა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. დაწყებული დასავლეთ ზღვისპირეთიდან, დამთავრებული ნებისმიერი ...

Read More »

2022 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს

2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ მილსადენის მაქსიმალური დატვირთვა ჯერჯერობით 22 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. შესაბამისად, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა მომდევნო წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ჯამურად საქართველომ 1.014 ...

Read More »

სოციალურად დაუცველი პენსიონერები 2022 წლის იანვრიდან მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 2022 წლის იანვრიდან მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. „500-ლარიანი ვაუჩერების თემა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მომდევნო წლიდან, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, იმ პენსიონერებს, ვინც სოციალურად დაუცველი არიან, საშუალება ჰქონდეთ, უკვე იანვრიდან, წლის ნებისმიერ დროს შესაბამისი ვაუჩერები მიიღონ. ეს არის სწრაფად გასაკეთებელი, რათა იანვრიდან მათ იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ წლის ნებისმიერ დროს, ნუ განვსაზღვრავთ ...

Read More »