Home » 2021 » November » 02

Daily Archives: November 2, 2021

2021 წლის 10 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულია 2006-2021 წლების პერიოდისთვის

ოქტომბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობით ელექტროენერგია მოიხმარა ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიიის ოპერატიული ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1195,135 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 27,76%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ოქტომბერში იყო მოხმარებული. ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, ოქტომბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა: 2006 – 581,859 მლნ კვტსთ 2007 – 578,156 მლნ კვტსთ 2008 – 585,985 ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორია

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბანკის გენერალური პარტნიორობით დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროზმანში იმ ტერიტორიის შესწავლა გაგრძელდება, სადაც ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. უნიკალური აღმოჩენა 1.8 მილიონი წლით თარიღდება, აღმოჩენილი არტეფაქტები კი ჰომინიდების ახალი ნიშანწყალია საქართველოში. ექსპედიციის შედეგად, ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი, განამარხებული ცხოველები და იარაღები, ...

Read More »

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა

ოქტომბერში საქართველომ 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია შეიძინა. ესკოს მონაცემებით, 20 ოქტომბრის ჩათვლით მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთი ლიდერობდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 107 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, 73 მლნ კი აზერბაიჯანიდან, 19 მილიონი სომხეთიდან. ამავე პერიოდში საქართველომ თურქეთის მიმართულებით 164 მლნ კვტ.საათი ტრანზიტულად გაატარა. რა დაუჯდა სქართველოს ოქტომბერში ელექტროენერგიის შეძენა ჯერ უცნობია. 9 თვის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის იმპორტზე 37,1 მლნ ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 2 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 132 420 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.050 პროცენტით, მაქსიმალური 9.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.097 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ...

Read More »

“ფრესკოს” დამფუძნებელი: დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები, ნუ ეთამაშებით ცეცხლს

სუპერმარკეტების ქსელის “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. “ძალიან გამაკვირვეთ “ქართულმა ოცნებამ”, პირველად ვერ ამოვიცანი რა მოხდებოდა, მეგონა, საერთოდ არცერთ ოლქს არ დათმობდით. რაც ხელისუფლებაში მოხვედით, მას შემდეგ ვამბობ რაც მოხდება, არა იმიტომ რომ წინასწარმეტყველი ვარ, არა. იმიტომ რომ ძალიან ბიზნესურად უდგებით ხელისუფლების შენარჩუნების საქმეს, ამიტომ თქვენი ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. მეგონა, ...

Read More »

ლევან იოსელიანი – ჩაბრძანდით ეზოს მაღაზიებში, აფთიაქებში, რა დაბალი ხელფასი აქვთ, დღეს არ ჩამოვთვლი კომპანიებს

ახლა, როდესაც არჩევნები ჩავლილია, იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს; ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხის ირგვლივ მთელი ამ წლების მანძილზე არის თავმოყრილი და ჩვენ ამ სივრცეს ვიყენებთ ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ ხალხზე და მათ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. „სიახლეს არ ვიტყვი, რომ ჩვენთან ფარმაცევტულ კომპანიებში, საკონსულტაციო ...

Read More »

აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციაშაი აღნიშნული, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.280 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.400 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

„დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი: უმოკლეს ვადაში არავაქცინირებული მოსახლეობისთვის შემოღებულ იქნას შეზღუდვები

კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს.მისი განცხადებით, „მწვანე ბარათების“ ამოქმედება მნიშვნელოვანია. ბიზნესმენმა  მიმართვა  Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. “ევროპის მრავალ ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დასრულდა. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის რომ, მოსახლეობის 80% ზე მეტი არის აცრილი. ამ შედეგის მიღწევა მათ შეძლეს შესაბამისი რეგულაციებით, რაც გულისხმობდა არა ვაქცინირებული მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებას და პირიქით, ვაქცინირებული ანუ ე.წ. მწვანე საშვის ...

Read More »

„ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის“

„ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის.  ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, არსებობს მინიმალური ხელფასი, რომლის ქვევითაც არ შეიძლება უბრალოდ გადაუხადო“, – ამის შესხებ ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს. “ფარმაცევტებისთვის საათში 1.80 ლარის გადახდა დაცინვაა. მათი ანაზღაურება დაახლოებით 300 ლარია. დამსაქმებლების დამოკიდებულება კი ასეთია – თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, დატოვონ სამსახური და სხვაგან ეძებონ. ჩაბრძანდით თქვენი უბნის ...

Read More »

ვითიბის მხარდაჭერით, ქუთაისის მიმდებარედ რესტორანი „კვამლი“ აშენდა

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური დახმარებით, ქუთაისის მიმდებარედ აშენდა რესტორანი „კვამლი“. მოგვიანებით, ბანკის დაფინანსებით, სრულად  აღიჭურვა სამზარეულო თანამედროვე უჟანგავი ლითონის მოწყობილობა დანაგარებით და მოპირკეთდა ანტიბაქტერიული საამშენებლო მასალებით. ჯამში, პროექტზე, მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი. „სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ...

Read More »