Home » 2021 » November

Monthly Archives: November 2021

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს – სამიზნე “თეგეტა” და “ნიკორაა”

საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. შესაძლებლობა ფონდს, 1 ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ მიეცა. სააგენტო პირველ ინვესტიციას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საპენსიო სააგენტოს CIO-მ, გოგა მელიქიძემ განუცხადა, სამიზნე ორი კომპანიის “ნიკორას” და “თეგეტას” ემისიებია. “ნიკორას” შემთხვევაში საუბარია მეორად ბაზარზე, “თეგეტას” შემთხვევაში კი 35 მლნ ლარიან ემისიაზე, სადაც სააგენტოს მანდატის მიხედვით, მხოლოდ 10%-ში ინვესტირება ...

Read More »

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ “აფბასა” და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,ფონდის აქტივში დარჩება მხოლოდ მთის კურორტების სასტუმროები. როგორც საგანელიძემ განაცხადა, ფონდმა საკმარისად შექმნა ბრენდები. ამ დროისთვის ფონდი ფლობს წილს ლიკანსა და წინანდალში. შეგახსენებთ, რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციას იწყებს. ის საქართველოს განვითარების ფონდად გარდაიქმნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონპროექტი მუშავდება ...

Read More »

ეროვნული ბანკი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავარი ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას – “მაროს სახელით“ – სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი. “პირველყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ნებისმიერ კამპანიას და, მით უფრო, მარო ...

Read More »

მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

“მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ჯამურადაც, პირველ 10 თვეშიც ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. „ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9% შეადგინა, ასეთივე მაჩვენებელი გვქონდა სექტმებერშიც. ჯამურად, პირველ 10 თვეში ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა არა ...

Read More »

საგანელიძე: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს – ის რომ არა, ფონდის რეფორმა არ დაიწყებოდა

„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით – ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“,- აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებს და აცხადებს, რომ სტრუქტურაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, ფონდის საქმიანობა საკმაოდ ეფექტურია. მან ხელფასებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა საჯარო ...

Read More »

აფბამ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობათან შეხვედრაზე ფონდის რეორგანიზაციის პროცესი განიხილა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ინიციატივით, ეკონომიკის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესის განიხილეს. აფბას ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საჯარო განხილვების პროცესის დაწყების ინიციატივაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობის გამოხმაურება ცალსახად დადებითი ფაქტია. “სამოქალაქო სექტორთან დიალოგში ფონდის აქტიური ჩართულობა და  ექსპერტული წრისთვის სტრუქტურის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა,  დარწმუნებული ვარ, ...

Read More »

შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად,შესაძლოა თბილისის შემოვლითი, ფასიანი ავტომაგისტრალი აშენდეს

შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს – ამის შესახებ დღეს “საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე კი 2011-2012 წლემბში 230 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა,“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის გადაწყეტილებით აღმოჩნდა, რომ პროექტი წამგებიანი იყო. მაშინ მისი განვითარება შეჩერდა, ინფრასტრუქტურა კი დაკონსერვდა.მისი განცხადებით, დღეს შემოვლითი ...

Read More »

„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ – ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს

ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს: “თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია” კამპანიის ფარგლებში, ბანკი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს ფულადი პრიზების მოგების საშუალებას. საერთაშორისო ფულადი გზავნილების განახლებული პირობებით, საერთაშორისო ფულადი გზავნილის მიმღები და/ან გამგზავნი ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად და გარანტირებულად იღებს ფულად საჩუქარს, 10 ლარს. ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც კამპანიის პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიიღებენ და/ან გააგზავნიან ან ყველაზე დიდი ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველომ გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით. აღნიშნული მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით განხორციელდა. „თესალონიკის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ქართველმა მწერლებმა საკუთარი წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გამართეს და საბერძნეთში მცხოვრებ ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინიციატივით მოეწყო. საგანელიძის თქმით, ...

Read More »