Home » 2021 » October » 28

Daily Archives: October 28, 2021

კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

პირველი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი“, – აღნიშნა კლიჩკომ. მისი განმარტებით, დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად ...

Read More »

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მისული ადამიანებით საღამოს კაფე-რესტორნები გადაჭედილი იყო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო მოხელეებისთვის გუშინ უქმე დღე გამოაცხადა. როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა არ გაუკვირდა, რადგან მმართველ პარტიას მხოლოდ აგიტატორებისა და კოორდინატორების სახით, 70 ათასი ადამიანი ჰყავს შავი ფულით დაქირავებული. „მხოლოდ ამ ადამიანების მობილიზება რომ გააკეთონ, შედეგს ამითაც მიაღწევენ. გუშინ ვნახეთ, რომ შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მოსული ადამიანებით საღამოს ...

Read More »

2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,9 მლნ. ლარი შეადგინა

2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,9 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ “საქსტატის“ 2020 წლის საფოსტო და საკურიერო საქმიანობის საწარმოთა გამოკვლევის შედეგებშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 75,1 პროცენტს შეადგენს, ხოლო 24,9 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. ამასთან, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 60,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 80,6 პროცენტი მოდის ...

Read More »

ჩხენკელი – ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველწლიურად მინიმუმ 900 სტუდენტი მიემგზავრება უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბოსტონში მყოფ ქართველ სტუდენტებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიხელ ჩხენკელმა სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. მინისტრმა სტუდენტებთან შეერთებულ შტატებში საკუთარი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს მეგაპროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია ...

Read More »

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი – მზად ვართ თურქეთთან ურთიერთობების დასაწყებად

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობა თურქეთთან, რათა ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განვიხილოთ, – ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთი ამ პროცესის განვითარების საკითხს რუს კოლეგებთან ერთად განიხილავს. “ჩვენ ვმსჯელობთ რუს კოლეგებთან, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი წინ წავიდეს. უფრო პროდუქტიული იქნება, თუ ამ პროცესებს დავიწყებთ, რადგან როგორც ჩვენ, ასევე თურქულმა მხარემ აღვნიშნეთ, რომ ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ გზავნილების მორიგი გათამაშება დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის სხვადასხვა სიახლეებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა გზავნილების მორიგი გათამაშება დაიწყო, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს ბინა თბილისში, „აპექს ლისის“ პროექტში. „გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი არხით, როგორიცაა: ქოლცენტრი, მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ...

Read More »

სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გაიხსნა

,,საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ-საქართველომ“ და USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გახსნეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში,  „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო,  „ეკო ტექნოლოჯი“ გაიხსნა, რომელიც  თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს. საწარმო ოფიციალურად ...

Read More »

საქართველოში ნატო-ს სტანდარტის შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება

საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეი“ გაიხსნა, რომელიც ადგილზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს შეუწყობს ხელს. „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების ...

Read More »