Home » 2021 » October » 27 (page 2)

Daily Archives: October 27, 2021

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს. „პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდის საზრუნავად რჩება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. გაზრდილი ინფლაცია საქართველოსთვისაც გამოწვევაა. სექტემბერში ...

Read More »

დიღმის მასივში დემონატაჟებული ავტოფარეხების ადგილას დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟი იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წლებში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები ყველა რაიონში მოეწყობა. „დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, ტერიტორია გამოთავისუფლდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ...

Read More »

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.  აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიცლიდერია ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება. პროექტი  მსუბუქი მრეწველობის სფეროდან ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.  ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ დარგის ექსპერტების ჩართულობით, ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ. კომპანია „სკამმა“, რომელიც პროექტშია ჩართული, ტრენინგები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით გაიარა. მიღებული გამოცდილების შემდეგ კი მისი სამომავლო ...

Read More »

ქვრივიშვილი – თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ ...

Read More »