Home » 2021 » October » 26

Daily Archives: October 26, 2021

აპლიკაციების კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

თიბისის აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე  Theneo გავიდა, მეორეზე – Strange Elo და მესამეზე  Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და კონკურსის სამი ტური გამოიარეს. 22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის 10-მა საუკეთესო ინოვაციურმა გუნდმა საჯაროდ წარადგინა თავისი იდეის მუშა პროტოტიპი დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე.  გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დროებითი, ალტერნატიული მმართველის რანგში დაესწრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით მეექვსე შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში 26 ოქტომბერს გაიხსნა და 28 ოქტომბერს დასრულდება. „აღნიშნული ღონისძიება ...

Read More »

საქართველოს საბანკო ასოციაცია – მომხმარებლების ნაწილს ბანკების სახელით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები – ყურადღებით მოეკიდეთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ მესამე პირს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. „ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას. გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო ...

Read More »

თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“  გაიხსნა, რომელიც კომპანია „რედიქსმა“ ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 170 ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. ღონისძიებას თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს ...

Read More »

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, მოლდოვამ ბუნებრივი აირის ყიდვა პოლონეთიდან დაიწყო

მოლდოვა პირველად განახორციელებს ბუნებრივი აირის საცდელ შესყიდვას “გაზპრომის” ალტერნატიული წყაროებიდან. როგორც ორშაბათს რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური იუწყებოდაა, შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა პოლონურ ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG-თან („Polske Gurnitstvo Naftowe i Gazovnitstvo“, PGNiG). „დღეს გაფორმდა ხელშეკრულება 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საცდელ შესყიდვაზე სახელმწიფო კომპანია Energocom-სა და პოლონურ კომპანია PGNiG-ს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ “გაზპრომთან” გრძელვადიანი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 26 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 167 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.211 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ...

Read More »

ჰიპერმარკეტების ქსელი აგროჰაბი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი

ვითიბი აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას, როგორც #1 ქომაგი. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელების გაფართოება. კერძოდ, გაიხსნა ორი ახალი ფილიალი თბილსსა და ბათუმში. ასევე, ბანკის დახმარებით, გაიხსნა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე საწარმო. აგროჰაბი, მომხარებელს, ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას. „აგროჰაბის და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა, თბილისში, პირველი ობიექტის გახსნიდანვე დაიწყო. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს ...

Read More »

გურჯაანის #4 სკოლის მათემატიკის მასწავლებლები არჩილ გაჩეჩილაძისგან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

ქალაქ გურჯაანის გურამ ჭილაშვილის საავტორო #4 საჯარო სკოლის მათემატიკა-ფიზიკის 5 მასწავლებელი და სკოლის დირექტორი „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორისგან, არჩილ გაჩეჩილაძისგან თვეში 500-500 ლარიან დანამატს მიიღებენ. როგორც “კომერსანტს” არჩილ გაჩეჩილაძემ უთხრა, 500-ლარიანი დანამატის გარდა დამატებითი ფინანსური წახალისება მოსწავლეების ეროვნულ ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებზე წარმატების მოპოვებაზე იქნება დამოკიდებული. „პირველი ხარისხის დიპლომზე დამატებითი დანამატი იქნება 300 ლარი, მეორეზე – 200 ლარი, მესამეზე – 100 ...

Read More »

სიგარეტის პრომო აქციისთვის, შესაძლოა, სავაჭრო ობიექტები 5 000 ლარით დაჯარიმდნენ

სიგარეტის პრომო აქციისთვის, შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებიც დაჯარიმდნენ. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” ამზადებს, რომელიც პარლამენტს წარედგინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 5 000 ლარიანი ჯარიმა დაწესებულია პრომო აქციის ორგანიზატორისათვის, ახალი ცვლილებით კი, ორგანიზატორთან ერთად დაჯარიმდება ფართის დამთმობიც (სავაჭრო ობიექტი). გარდა ამისა, იგეგმება ჯარიმის გაზრდა სკოლებიდან და ბაღებიდან თამბაქოს ნაწარმის გაყიდვაზე. არსებული კანონმდებლობით, ამ დარღვევაზე არის 150 ...

Read More »

ირაკლი ქარსელაძე – ბაღდათი-აბასთუმნის ახალი გზით ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმანში ჩასვლა 2.5 საათშია შესაძლებელი

“ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე – 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო ...

Read More »