Home » 2021 » October » 25

Daily Archives: October 25, 2021

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 930.93 მლნ ლარით (2.32%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 41.01 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით (3.00%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით (1.70%-ით) გაიზარდა ...

Read More »

კატერი, ტაქსი, ავტომობილი ბავშვის თანდასწრებით – სად და რატომ აიკრძალება მოწევა

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი გამკაცრდება. მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც მოწევა აიკრძალება კატერში, ტაქსში, ავტომობილში არასრულწლოვანის თანდასწრებით. საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკეთებს განმარტებას. NCDC-ის თქმით, ჯანმო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტად განმარტებული უნდა იყოს ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების წევრების გადასაყვანად, ჩვეულებრივ, კომერციული მიზნისთვის, რომელიც მოიცავს ტაქსებსაც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციით, თამბაქოს მოხმარებისგან და მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან ბავშვებისთვის ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალი: ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო

“ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო. ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი”, – ამის შესახებ „თიბისი“ კაპიტალის მიერ მთავარი ეკონომისტის განახლებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი. “წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, სადაც პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ნორმალიზებასთან ერთად, მცირედით იკლო იმპორტის ფასების ზრდამ, ექსპორტის ფასების მატება უცვლელი დარჩა, სამშენებლო მასალების ინფლაცია კი კვლავ შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ფასების რეკორდულად მაღალი ზრდის დინამიკის ცვლილებაზე მიუთითებს, თუმცა საპირისპიროდ, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის გაძვირების ტემპმა მოიმატა. „არადა, ეს მაჩვენებელი ხშირად სამომხმარებლო ფასების ცვლილების წინმსწრები ...

Read More »

თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა, ლირა, დოლართან მიმართებით 24%-ით გაუფასურდა. სექტემბრის ბოლოს 1 ამერიკული დოლარი 8,8 ლირა ღირდა. აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურებას წინ უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომელმაც 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების განკარგულება გასცა. ერდოღანის ამ განცხადებას ოფიციალური ნაბიჯები ჯერ არ მოჰყოლია. უცხოელი ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება უკავშირდება დიპლომატების ...

Read More »

მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დასრულდა

მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დასრულდა. აეროპორტის გახსნის ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიიღებენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. აღსანიშნავია, რომ ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი 8 თვეში აშენდა.

Read More »

ქვეყნის მთავარი ინვესტორები ემიგრანტები არიან – ფულადი გზავნილების მოცულობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 4.5-ჯერ აღემატება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი სწორედ საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტონგა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 41% სწორედ გზავნილებით ივსება. მეორე ადგილზე მშპ-ის 33%-იანი წილით ყირგიზეთია, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არის დასაქმებული. საქართველოს მსგავსად, უკრაინასა და სომხეთშიც ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი: ჩვენს პოზიციას დავიცავთ, თუ ევროკავშირი „მესამე მსოფლიო ომს“ დაიწყებს პოლონეთისთვის დაფინანსების შეჩერებით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ პირობა დადო, რომ პოლონეთის პოზიციას დაიცავს, თუ ევროკავშირი „მესამე მსოფლიო ომს“ დაიწყებს ვარშავისთვის დაფინანსების შეჩერებით. „რა მოხდება, თუ ევროკომისია მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს? თუ ისინი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ, ჩვენს უფლებებს ნებისმიერი იარაღით დავიცავთ. თუ ვინმე სრულიად უსამართლოდ მოგვექცევა, ჩვენ ყველანაირად დავიცავთ თავს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ეს უკვე დისკრიმინაციული და დიქტატური ტიპის მიდგომაა, მაგრამ თუ ...

Read More »

,,ამ აპლიკაციის გარეშე (სადაც იქნება აცრილის სტატუსი) ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი”

​კოვიდ პასპორტების წინააღმდეგ, მოსახლეოების ნაწილის პროტესტს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ალტერნატივა შეიძლება იყო მობილურში ჩატვირთული აპლიკაცია. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები მაგრამ გავატაროთ საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ დუისის საჯარო სკოლაში  მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი  „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების – იდეათეკების პროექტს წარმატებით ახორციელებს. კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცე ამჯერად პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის საჯარო სკოლაში გაიხსნა. იდეათეკა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ რესურსებს და ისეთ აქტივობებს როგორიცაა: ყოველდღიური ...

Read More »