Home » 2021 » October » 23

Daily Archives: October 23, 2021

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი – რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს

რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირში რეგიონის სხვა ქვეყნებზე მეტ ფასს ვერ გადაიხდის. მოლდოვამ და რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, რუსული კომპანია მოლდოვაში გაზის მიწოდებას, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს. რუსული მედიის ცნობით, „გაზპრომი“ მოლდოვას „სამართლიან საბაზრო ფასს“ ...

Read More »

350 მილიონი გადახდილი უსარგებლო შენობაში – ღარიბაშვილი ქუთაისის პარლამენტზე

ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 350 მლნ. გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში. „რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას. გასაგებია, ამის თაობაზე იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოსახლეობის, მე მესმის, თუმცა ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ, როდესაც ქუთაისის ...

Read More »

„ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოება პანდემიამ შეაფერხა, ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებისთვის საჭირო ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია. როგორც ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს. „კიდევ ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა ქუთაისელებისთვის, დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. ახლა მე მინდა ქუთაისელებს ვაცნობო, ...

Read More »

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 0,75%-ით, 7,5%-მდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 0,75%-ით, 7,5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. რუსული პრესის ინფორმაციით, პროგნოზების მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია მოსალოდნელია 7,4-7,9%-ის ფარგლებში. ცენტრალური ბანკის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, 2022 წლის წლიური ინფლაცია 4.0-4.5%-მდე შემცირდება, მომავალში კი 4%-ს უახლოვდება. სანდრო პირველი

Read More »

რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/რეგისტრაცია აეკრძალოთ

რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/რეგისტრაცია აეკრძალოთ. ამის შესახებ მოქალაქე მამუკა გვაძაბიას საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტში შევიდა. კერძოდ, წინადადების ავტორის აზრით, სანამ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/დარეგისტრირება აეკრძალოთ. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა. გადაწყვეტილების შესახებ კი ბიუროს უნდა აცნობოს. მართალია, უცნობია ბოლო წლების ზუსტი მონაცემები თუ ...

Read More »

აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში ორ ახალ დოკუმენტს გააფორმებენ

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოსკოვში 9 ნოემბერს ორი ახალი დოკუმენტის გაფორმება იგეგმება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით. პირველი დოკუმენტი აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმინაცია-დემარკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე კი – საკომუნიკაციო ურთიერთობების გახსნას, კერძოდ, დერეფნის გახსნას, ასევე აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის გზის გახსნას. დოკუმენტები აზერბაიჯანის, რუსეთისა და ...

Read More »