Home » 2021 » October » 21

Daily Archives: October 21, 2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში ვირტუალურ ფორმატში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება, ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხები საშუალოვადიან პერიოდში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ფინანსთა ...

Read More »

ნათია თურნავა – მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების  –  Kansai Electric ...

Read More »

პოლიტიკოსები, საპენსიო სესხის პროცენტის შემცირებაზე ყოველ წელს, ყოველგვარი კვლევისა და ბაზრის შესწავლის გარეშე საუბარს მიეჩვივნენ – გიორგი კაპანაძე

„სხვა კომერციულ ბანკებში 4-ჯერ მეტი სესხია გაცემული 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვიდრე „ლიბერთი ბანკში“ და გაცილებით მაღალია საპროცენტო განაკვეთი“,- ამის შესახებ „აფბას“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, თუ დღეს “ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30,65%-ს შეადგენს, სხვა კომერციულ ბანკებში 35-დან 49%-მდე მერყეობს. ცნობისთვის, „აფბა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან საპენსიო ტენდერის განახლებული პირობების გასაჯაროებას ...

Read More »

„მთის კურორტებზე ახალი რეგულაციები, რაც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს და კერძო სექტორთან კონსულტაციით მოვამზადეთ“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების უსაფრთხო ოპერირებისათვის შემუშავებული რეგულაციების გადახედვის საკითხი დააყენა, რომელიც საბჭომ მოიწონა. მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად ემზადება მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის და ამ მიზნით, კოვიდ-რეგულაციებს მკაცრად დაიცავს. მისი თქმით, სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, ტურიზმის სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესო ...

Read More »

რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადები გაზარდა

რუსეთიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადები გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ცნობილია, რომ 2021 წლის რუსეთიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 50,9 დოლარიდან 53,5 დოლარამდე გაიზრდება ტონაზე. ზრდა სხვა პროდუქტების ექსპორტსაც შეეხო – ქერის საექსპორტო გადასახადი 31 დოლარიდან 35,3 დოლარამდე გაიზრდება ტონაზე. აღსანიშნავია, რომ სიმინდზე გადასახადი 47,8 დოლარიდან 46,3 დოლარამდე შემცირდა. სანდრო პირველი

Read More »

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა

„საქართველოს ბანკი“ სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. „ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე ...

Read More »

საქართველო ყველაზე ძვირად დენს რუსეთში ყიდულობს – რა უჯდება ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის 9 თვეში დენის იმპორტში საქართველომ 37.113 მლნ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი 23.351 მლნ დოლარი დაგვიჯდა, რუსეთიდან – 7.001 მლნ დოლარი და თურქეთიდან 6.753 მლნ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით უცნობი პირები დაუკავშირდნენ და მათ მიერ განხორციელებული საბარათე ტრანზაქციებით დაინტერესდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბარათის ნომრის გაზიარება ითხოვეს. გვსურს გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ ხორციელდება მომხმარებლის საბარათე მონაცემების მოთხოვნა. ამასთან, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი მიმართავს შესაბამის ორგანოებს. ...

Read More »

„თელმიკომ“ და „თელასმა“ აბონენტებს ზედმეტად 1.3 მილიონ ლარზე მეტი დაარიცხეს – ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დირექტორის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და მომწოდებელმა კომპანიებმა „თელასმა“ და „თელმიკომ“ მომხმარებლებს ზედმეტად 1 300 000 ლარზე მეტი დაარიცხეს, რაც შემდეგ დაკორექტირდა. „გადამოწმდა 650 000 აბონენტის მონაცემი, საიდანაც 400 000 აბონენტის მონაცემი დაკორექტირდა. ზედმეტად დარიცხული თანხები შეადგენს 1.3 მილიონ ლარზე მეტს. მათ შორის, თითქმის 200 000-მდე აბონენტი დააკორექტირა თელასმა, 200 000-ზე ცოტა ...

Read More »