Home » 2021 » October » 20

Daily Archives: October 20, 2021

“ნოემბერში ახალი ტენდერის გამოცხადება ალბათ ალეკოს ვარაუდია, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა“ – პაატა მანჯგალაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე

პოლიტიკური პარტიის „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე “ბანკები და ფინანსებთან“  აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი რაზე დაყრდნობით აცხადებს იმას, რომ „საპენსიო სესხებზე პროცენტი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შემცირდება. კითხვაზე, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა თუ არა უკვე და მიღებული იქნა თუ არა ის გადაწყვეტილება, ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტიორი, პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქედის რაიონში, მერისის თემში, „ეკო ჰაუს მერისმა“ კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი  200,000 ლარია. „ეკო ჰაუს მერისი“ მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს. ...

Read More »

რუსეთმა საბჭოთა ანაბრების კომპენსაციის საკითხი 2025 წლამდე გაყინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრის კომიტეტმა, პირველი მოსმენით რეკომენდაცია მისცა პარლამენტის ქვედა პალატას მიეღო კანონპროექტი, 2025 წლის 1 იანვრამდე, შეაჩეროს კომპენსაციის გადახდა 1991 წლის 20 ივნისამდე რუსეთის სბერბანკში შეტანილ დანაზოგებთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს განიხილავს 26 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე. ცნობისთვის, რუსეთში, 1995 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გარანტიას უწევს რუსეთის ფედერაციის შემნახველი ბანკის ...

Read More »

„საქსტატის“ ახალი პროდუქტის „საერთაშორისო შედარებების პორტალის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – „საერთაშორისო შედარებების პორტალის“ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, პორტალი ორი ნაწილისგან შედგება – ძირითადი მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები. „საერთაშორისო შედარებების პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მოახდინოს ქვეყნების შედარება ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით. ვიზუალური ეფექტისთივს პორტალზე მონაცემებთან ერთად წარმოდგენილია ინტერაქტიული რუკა. საერთაშორისო რეიტინგების ...

Read More »

“მოსკოვი დაინტერესებულია რუსული კომპანიების მონაწილეობით ყარაბაღის აღდგენაში” – რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში

“მოსკოვი დაინტერესებულია რუსული კომპანიების მონაწილეობით ყარაბაღის აღდგენაში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, მიხაილ ბოჩარნიკოვმა განაცხადა, საერთაშორისო გამოფენაზე “ყარაბაღის აღდგენა, რეკონსტრუქცია და განვითარება” (ყარაბაღის აღდგენა 2021 წ.), რომელიც ბაქოში დაიწყო. “გამოფენაში რუსული კომპანიების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ წარმოდგენილია კომპანიების ძალიან დიდი სპექტრი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან. როგორც ელჩი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ რუსული კომპანიების ასეთი ფართო მონაწილეობით “, – განაცხადა ...

Read More »

გამყრელიძე: ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა, არა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წამახალისებელ ლატარიას ვაქცინაციის გაზრდისთვის დიდი სტიმული არ ჰქონია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. “გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი სტიმული მისცა ლატარიამ, ნამდვილად არა”, – თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, იგეგმება ახალი წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ძირითადად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე იქნება გათვლილი. “სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად ...

Read More »

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებენ

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პენსიონერებს საშუალება ექნებათ, ეს ვაუჩერი ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტების შესაძენად გამოიყენონ. „მინდა, სიახლე შევთავაზო თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. გუნდმა წარმოადგინა ...

Read More »

2021 წლის 9 თვეში აზერბაიჯანში ტრაქტორების წარმოება 2.3-ჯერ გაიზარდა

2021 წლის 9 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში წარმოებული იყო 510 ერთეული ტრაქტორი. როგორც სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ტრაქტორების წარმოება გაიზარდა 2.3-ჯერ 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით. 2021 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში წარმოებული იქნა 57 ერთეული ტრაქტორი.

Read More »

რატომ მცირდება საქართველოში ინვესტიციები წლიდან-წლამდე

ბოლო ათწლეულს თუ გადავხედავთ ქვეყანაში თითქმის ყველა მსხვილი საინვესტიციო პროექტი შეჩერდა. დაწყებული “ხუდონით”, დამთავრებული “ანაკლიის პორტითა” და “ნამახვანი ჰესით”. მართალია ფორმალურად მათი შეჩერების მიზეზები განსხვავებულია, თუმცა დაკვირვებული თვალი პრობლემების გაანალიზებისას, გარკვეულ ერთიან ხელწერასაც აუცილებლად შენიშნავს. ხელწერას, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სასიცოცხლო პროექტს აჩერებს. ქვეყნის ამ რთულ მდგომარეობას კარგად ასახავს საინვესტიციო სტატისტიკა რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში FDI-ის მაჩვენებელი, 28%-ით ...

Read More »

გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე. ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების  ემისიაა, რომელსაც ...

Read More »