Home » 2021 » October » 19

Daily Archives: October 19, 2021

სოსო არჩვაძე – საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით რომ იზრდება, ამას ნათლად ადასტურებს იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა

„საქართველოს ეკონომიკა წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით რომ იზრდება, ამას ნათლად ადასტურებს იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიამდე მაჩვენებელს 6%-ით აჭარბებს. მეტიც, ჩვენ უკვე გვაქვს აბსოლუტური ზრდა – ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით პანდემიამდელ 2019 წლის დონეს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკმა $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს „ოპტიმამ“, რომელიცm²-ის  და Georgia RealEstate-ის (GRE) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს დედაქალაქში  მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი, უპრეცენდენტო სესხია. m²-ის ჯგუფმა პირველმა აითვისა თანხების მოზიდვის საერთაშორისო  შესაძლებლობა და შექმნა პრაქტიკა სხვა სამშენებლო თუ ...

Read More »

ალექსანდრე რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატის, “გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სიღარიბე საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემაა და ამის მთავარი მიზეზია ინფლაცია. მისი თქმით, საუბარი უნდა დაიწყოს ეროვნული ბანკის გაკონტროლების მექანიზმზე. “თუ მართლა გვინდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, თუ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები არ ღარიბდებოდეს და არ გვქონდეს მაღალი ინფლაცია, უნდა დავინახოთ პრობლემის მასშტაბი და დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა კონტროლდებოდეს ძალაუფლების ეს ყველაზე ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ სტრატეგიული დანიშნულების საქონლით ვაჭრობის კონტროლის აკრედიტირებული ტრენერის სტატუსი მიანიჭა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ თანამშრომელმა (ცვლის უფროსი) გიორგი ოყუჯავამ, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში,  მონაწილეობა მიიღო ერთობლივ სწავლებაში, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) პროგრამის –  „სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის აღსრულება“ (STCE) და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის –  „ექსპორტის კონტროლი და მასთან დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოება“ (EXBS) ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ ტრენინგზე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მონაწილეობდა, როგორც ...

Read More »

აფბა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საპენსიო ტენდერის განახლებული პირობების გასაჯაროებას ითხოვს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა და პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან დაკავშირებული ახალი სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროვება მოითხოვა. როგორც აფბას მიმართვაშია აღნიშნული, აუცილებელია, ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემისადი, როგორიც საპენსიო საკითხია, ყველა აქტივობა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის. აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: „ა/ო„ახალგაზრდა ...

Read More »

„სოკარის“ დახმარება ბათუმში დაზარალებულთათვის

კომპანია „სოკარი“ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. „სოკარის“ გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულ ზვიად თავდგირიძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 53 ოჯახი დაზარალდა. ამ დროისთვის, ისინი დროებით თავშესაფარში იმყოფებიან. კომპანია „სოკარმა“ ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 ლარი გამოყო და მათი თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს თანამშრომლობით შექმნილ ფონდში გადარიცხა. ფონდში ...

Read More »

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 24 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 981.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 2 166.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. უწყების წინასწარ ...

Read More »

მოპედების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ბიუროზე დამტკიცებულ საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის. პროექტის თანახმად, მფლობელებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.

Read More »

Mazda MX-30 – მაზდას პირველი ელექტრომობილი საქართველოშია

თავისი არსებობის მანძილზე Mazda-მ პირველი ელექტრომობილი, MX-30 შექმნა, რომელიც უკვე საქართველოშია და “მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. მანქანა შოურუმშია წარმოდგენილი, სადაც მსურველებს ტესტ დრაივსაც სთავაზობენ.MX-30 საკმაოდ კომპაქტური SUV-ია, რომელსაც საკმაოდ მსუბუქი, ეკოლოგიური ელემენტი აქვს. ავტომობილების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ MX ინიციალების კომბინაცია, მაზდას განსაკუთრებულ მოდელს ნიშნავს. ელექტრომობილის შექმნისას, ვიზუალური და ტექნიკური სრულყოფილების გარდა, იაპონელთა პრიორიტეტი ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა გახლდათ. მაშინ როცა ...

Read More »

საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს

62 გამარჯვებული ათამდე ნომინაციაში – საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს და რკინიგზელებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს. „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ხაშურსა და თბილისში გამარჯვებულებს სიგელები და სამკერდე ნიშნები პირადად გადასცა. „არსებული პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ ხერხდება. მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის – საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა კომპანიის მრავალწლიანი ...

Read More »