Home » 2021 » October » 18

Daily Archives: October 18, 2021

„საპროცენტო განაკვეთი, რომელიც აქვს ლიბერთი ბანკს, არის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „რეალური სივრცე“ განაცხადა, რომ  დღეს პრობლემაა ის, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, გარდა ამისა, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ  პენსიონერებს დღეს პენსია 240 ლარი აქვთ და მათ მედიკამენტის შესაძენად სესხის აღება სჭირდებათ. „მე და ჩემი ორგანიზაცია საკმაოდ დიდი ხანია ვსწავლობთ საბანკო სექტორს, მათ შორის, ე.წ. საპენსიო სესხებსაც. ბოლო პერიოდში ...

Read More »

„როგორც რესტორანს ვერ ვთხოვთ ნახევარ ფასში გაგვიმასპინძლდეს, ასევე ვერ მოვთხოვთ ბანკს, სესხი უფასოდ მოგვცეს“

“დღეს საპენსიო ასაკის ადამიანებს აქვთ არა პენსია, არამედ სოციალური დახმარება, ამას არ ჰქვია პენსია,“- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ პირველი არხის გადაცემაში „რეალური სივრცე“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში პენსიის არსებული ოდენობა არ არის საკმარისი იმ მაღალი ინფლაციის და ეკონომიკური პრობლემების გამო, რომელიც ბოლო 30 წელია ქვეყანაშია. „პრობლემა რჩება და ამის მთავარი მიზეზი არის სიღარიბე. მიუხედავად იმისა, ...

Read More »

“მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით” – გვიდიანი მელიას წინასაარჩევნო დაპირებაზე

“მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თბილისში 230.000 საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს, 100 ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველთვიური ხარჯი 23 მილიონი ლარია, ხოლო ყოველწლიური 276 მილიონი ლარი, ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია, რაც ნიშნავს, ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას. “ნიკა მელია რომ ერთი უნიჭო პოპულისტია ყველამ ვიცით. არანაირი ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნას და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკას საგანგაშოდ აფასებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის ვარდნას თან დაერთო ახალი ტალღის დაწყება, რომელმაც საკმაოდ მაღალი ნიშნულებიდან აიღო სტარტი, რაც მეტად საგანგაშოა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის ...

Read More »

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ჯგუფი – ვითიბი, ბიზნესის #1 ქომაგი ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, განხორციელდა ჰოსპიტალ მედცენტრის ჯგუფის  რამოდენიმე კლინიკის დაფინანსება. სამედიცინო, დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა –  ნაგებობების კუთხით გაფართოება. ასევე, ბანკის სრული დაფინანსებით, 2021 წლის ბოლომდე, გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე მთავარ გამოწვევად კოვიდინფექციას, მაღალი ინფლაციასა და ლარის კურსს მიიჩნევს

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე – ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას. ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო დღეს 2 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას, ერთი – კოვიდინფექცია და მეორე – მაღალი ინფლაცია და ლარის კურსია. აქედან გამომდინარე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2022 წლის ბიუჯეტს ...

Read More »

კაკაურიძე: მაღალი დეფიციტის პირობებში მასშტაბურ პროექტებს ვეღარ ვახორციელებთ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დეფიციტის შემცირების პირობებში მთავრობა ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იმ მასშტაბით ვეღარ იწყებს, როგორც გეგმავდა. “კაპიტალური ხარჯების შემცირება არ არის სასურველი. ჩვენი ინფრასტრუქტურა საჭიროებს ამ ხარჯებს. ასე არ არის რომ ეკონომიკის ხელშეწყობისთვის რაღაც პროექტებს ვიგონებთ. თითოეული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხელს უწყობს მომავალში ლოჯისტიკის განვითარებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უნდა ემსახურებოდეს. დეფიციტის ...

Read More »

არჩილ მესტვირიშვილი: მონეტარული პოლიტიკა, შესაძლოა, კიდევ გავამკაცროთ

“მონეტარული პოლიტიკა, შესაძლოა, კიდევ გავამკაცროთ”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მისი თქმით, წელს ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, თუმცა მეტი გამკაცრებაც მოსალოდნელია. “ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა მონეტარული პოლიტიკის კუთხით და ზოგადად, არის მაღალი ინფლაცია. მაღალი ინფლაცია ძირითადად გამოწვეულია გარე ფაქტორებიდან. მსოფლიოში ყველგან არის ...

Read More »

სტარტაპ კურსი – გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის

სტარტაპის შექმნა და შენარჩუნება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათი ნაწილი პირველივე წელს იხურება, ხოლო ბაზარზე საკუთარ ადგილს პოულობენ ის სტარტაპები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, უსმენენ მომხმარებელთა მაჯისცემას და ქმნიან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ციფრული სამყაროსთვის. ესაა სფერო, სადაც სიახლეები არასდროს ილევა, სტარტაპის გაძლიერებისთვის კი ამ სიახლეებს მუდმივად უნდა ეძებდე. სწორედ ამ მიზნით — სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ...

Read More »

„2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. შემდეგი ეტაპი ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობისთვის უკან დაბრუნებაა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, საქართველო დღეს ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას, ერთი – კოვიდინფექცია, ხოლო მეორე – მაღალი ინფლაცია და ლარის ...

Read More »