Home » 2021 » October » 15

Daily Archives: October 15, 2021

სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 209.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 653.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.8%-ით, ანუ 17.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ...

Read More »

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო – ბელა ბურძენიძის „ოფროუდ“ თავგადასავალი

ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, „ოფროუდი“, წინაღობების გადალახვა, გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების „დაპყრობა“ უყვარს. მათ შორის არის ბელაც. ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუსს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის ვადა 31 დეკემბრამდე მისცა

“კომუნიკაციების კომისიამ წილების უკანონოდ გასხვისების გამო,  კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაავალა”, – ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. “კომუნიკაციების კომისიამ წილების უკანონოდ გასხვისების გამო,  კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ ცნო სამართალდამრღვევად და ამჯერად კომპანიას წილების სრულად პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მეორედ დაავალა. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დამადასტურებელი ...

Read More »

“ბიტკოინის” ფასმა 2023 წლისთვის შეიძლება 100 ათას დოლარს მიაღწიოს – პროგნოზი

სავარაუდოდ, ბიტკოინის ღირებულება 2023 წლისთვის 100 000 დოლარამდე გაიზრდება. ამ პროგნოზის გაკეთების საშუალება იძლევა კრიპტოვალუტაზე ბოლოდროინდელი ფასების ზრდა დატრეიდერების ნდობის გაძლიერება მის მიმართ. ფინანსური კომპანიის – Fidelity Global, დირექტორის, იურიენ ტიმერის თქმით, ოქტომბერში ბიტკოინის ფასის ზრდა 31%-ით გაზრდა მიუთითებს მის “მდგრადობაზე” და იმაზე, რომ ის “არ არის ბუშტი, რომელიც გასკდება”. ტიმერი თავის პროგნოზებისას ეყრდნობა მიწოდებისა და მოთხოვნის საკუთარ მოდელს. მისი ...

Read More »

„ჩემს რესტორნებში ვაქცინირებულებს ფასდაკლება აქვთ, ასევე, თანამშრომლებს ხელფასი აქვთ მომატებული“

„ჩემს რესტორნებში ვაქცინირებულებს ფასდაკლება აქვთ, ასევე, თანამშრომლებს ხელფასი აქვთ მომატებული“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  “მწვანე ზონაში” ჩართული რესტორნებისთვის ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები მოხსნას. „ამ ინიციატივას რომ ბევრი რესტორანი შეუერთდეს, ამიტომაც იყო ჩემი თხოვნა, რომ რესტორნებმა ბენეფიტები მიიღონ და თუ „მწვანე ზონაში“ ჩაერთვებიან, ის შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს, გარკვეულწილად მოესხნათ, ასევე, საშემოსავლო ...

Read More »

„მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ“ – „რესტორატორთა ასოციაცია“

„მწვანე ზონა“ შესაძლებელს გახდის, მოვერიოთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ვართ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძის განმარტებით, ობიექტის “მწვანე ზონად” გამოცხადება გულისხმობს იმას, რომ ასეთ დაწესებულებებში შესვლას ის პირები შეძლებენ, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან, ასევე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვთ, ან 6 ...

Read More »

„ალოგიკურია შეფასება, რომ უმუშევართა რიცხვი იზრდება – ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს“

ალოგიკურია შეფასება, რომ უმუშევართა რიცხვი იზრდება – ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს, გვაძლევს იმას, რომ არსებულ სამუშაო ადგილებზე იზრდება ანაზღაურება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში” ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ქვეყანა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რომელიც საინვესტიციო გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი. “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებს ვერ დავეთანხმები ამ ...

Read More »

2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 620 მილიონი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მლნ. ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, აქედან უდიდესი ნაწილი, ანუ 76,6 პროცენტი მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 8,8 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,6 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2178,0 მლნ. ლარი ...

Read More »

ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან კომპენსაცია მოითხოვონ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ №122 ბრძანებაში ცვლილები შედის. როგორც სააგენტოში აცხადებენ, წესის ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება. „წარმოდგენილი პროექტით, ფრენის სულ მცირე სამი საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ...

Read More »

“სააკაშვილმა ჩამოსვლით მსხვერპლის როლი შეიძინა, ამან განაპირობა, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც გააფუჭა, არამედ იმაზე, რაც გააკეთა”

“ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში (ხალხის მობილიზების მცდელობებიც გვახსოვს), მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს”, – ასე ეხმიანება 14 ოქტომბერს გამართულ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ განსაზღვრა ის, რაც საზოგადოებამ გუშინ იხილა. კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჩამოსვლით, სააკაშვილმა შეიძინა ახალი – მსხვერპლის – ...

Read More »