Home » 2021 » October » 14

Daily Archives: October 14, 2021

მოლდოვაში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო, ენერგეტიკის სფეროში განგაში გამოაცხადეს

მოლდოვაში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო ენერგეტიკის სფეროში განგაში გამოაცხადეს. როგორც ცნობილია, მოლდოვის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, ხოლო ახლის ხელმოწერა ჯერ ვერ მოხერხდა. გარდამავალ ეტაპზე მოლდოვას ბუნებრივი აირის საფასური 4-ჯერ გაუძვირდა. კერძოდ, მოლდოვა „გაზპრომს“ ახლა 1000 კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარს უხდის, მაშინ როდესაც შარშან იმავე რაოდენობაში 200 დოლარს იხდიდა. როგორც მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი აცხადებს, ენერგეტიკის ...

Read More »

„რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. როგორც პრემიერი განმარტავს, სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს. „ჩვენ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს და ეს რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა. „რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა დაიწყოს ...

Read More »

ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა

ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბინები ფიროსმანის, შარტავას და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარეობს. დათანხმდებიან თუ არა დაზარალებულები ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გადასვლას, უცნობია. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის განცხადებით, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, მერიის პარალელურად დაზარალებულებს ფართებს აჭარის მთავრობაც შესთავაზებს, საუბარია ასევე ფინანსურ კომპენსაციებზეც. „რა თქმა უნდა ...

Read More »

კორპუსს, რომლის ნაწილიც ბათუმში ჩამოინგრა, სრულად დაანგრევენ

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, რომლის ნაწილიც 8 ოქტომბერს ჩამოიშალა, მთლიანად დემონტაჟს ექვემდებარება. სპეციალისტების დასკვნით, აღნიშნული კორპუსი გამაგრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე დემონტაჟისთვის აუცილებელი ფინანსების საკითხზე იმსჯელეს. „ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება და დემონტჟს ექვემდებარება. დემონტაჟისთვის ნახევარი მლნ ლარი გამოიყოფა, ნაწილი მიმდინარე წელს და ნაწილი მომავალ წელს“, – განმარტავენ ბათუმის მერიაში. რაც ...

Read More »

დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს  სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. „ერთი მხრივ, ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომ გააფართოონ საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს თვითდასაქმებაში. ...

Read More »

შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, მეცნიერებმა კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების ...

Read More »

ალექსანდრე ძნელაძე: ლარიზაცია უკვე საკმაოდ მკაცრია

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ლარიზაციის პროცესი შეიძლება ითქვას, დღესაც მკაცრია. „უფრო მკაცრია მოთხოვნები, ვიდრე უნდა იყოს. აქ პრობლემაა ის, რომ Fitch-ის უკანასკნელი შეფასებითაც ლარიზაციის პროცესი ნელია და შეიძლება კიდევ უფრო შენელდეს. ამიტომ, მიზანი მესმის, თუმცა, მიმაჩნია, რომ ის ისედაც საკმაოდ მკაცრია. მნიშვნელოვანია შევაფასოთ, რის გამკაცრებაზეა საუბარი და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს,“ – ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ეკოტურიზმის სწორად განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება

საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებისა და დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მოაწერეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2020 წელს დაიწყო და მასში ...

Read More »

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება 2021 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით გაზრდილია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პროექტის თანხმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 ...

Read More »

ლუდომანიის რეაბილიტაცია ონლაინ – ქართული სტარტაპი

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია Dayone – სტარტაპი, რომელიც ლუდომანებს (თამაშდამოკიდებულება) რეაბილიტაციაში დაეხმარება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ Dayone-ს დამფუძნებელმა გიორგი ბესელიამ განუცხადა, ონლაინ პლატფორმის საპილოტე პორტალი მაქსიმუმ ორ კვირაში გაეშვება. „ეს იქნება ერთგვარი სარეაბილიტაციო ცენტრი, ოღონდ არა ფიზიკური, არამედ პორტალი, რომელზეც გარკვეული საფასურად ლუდომანიისგან განკურნების ყველა მსურველს ექნება წვდომა. მომსახურებაში შედის როგორც სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები, ...

Read More »