Home » 2021 » October » 13

Daily Archives: October 13, 2021

„32 მილიარდიანი აზარტული თამაშების სექტორი ბიუჯეტში კაპიკებს რატომ იხდის?“ – ხაზარაძე კაკაურიძეს

„გაუგებარია, 32-მილიარდიანი ბრუნვის მქონე აზარტული თამაშების ინდუსტრია ბიუჯეტში კაპიკებს რატომ იხდის“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. დეპუტატმა კითხვა სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე, გიორგი კაკაურიძეს დაუსვა. „პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ყველა ინდუსტრიას ერთადერთი ბიზნესის გარდა – ეს არის სათამაშო ბიზნესი, რომლის ბრუნვამ 32 მილიარდს მიაღწია. ასეთი ბრუნვა არც ...

Read More »

რუსეთის საგარეო უწყება – გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადასტურდა საერთო აზრი, რომ ჟენევის დისკუსიებს, როგორც უნიკალურ მრავალმხრივ პლატფორმას, რომელიც თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან მუდმივი, პირდაპირი და ინკლუზიური დიალოგის შენარჩუნების შესაძლებლობას წარმოადგენს, ალტერნატივა არ აქვს. რუსული მხარის ცნობით, ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული საკითხების კომპლექსი. „ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად აუცილებელია ...

Read More »

კობა გვენეტაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე – ამ თემაზე იმსჯელეს დღეს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ყურადღება მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის გავლენას და მაღალ ინფლაციაზე ...

Read More »

„გარანტირებულად გეუბნებით, რომ მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება“

გარანტირებულად გეუბნებით, რომ მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიაჩნია. „მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა ...

Read More »

ოფროუდში ნაპოვნი ბედნიერება – დედა-შვილის ეკიპაჟი #52

წლების წინ, როცა დედა ერთ დღეს სახლში ტალახში ამოსვრილი და ემოციებით დატვირთული დაბრუნდა, მარიამმა გადაწყვიტა, რომ ის, რასაც დედა აკეთებდა, თავადაც უნდა ექცია ცხოვრების ნაწილად. მას შემდეგ მაო გოშაძის და მარიამ ნანობაშვილის გუნდმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი ოფროუდელების რეპუტაცია დაიმკვიდრა. გასულ წელს დედა-შვილის წყვილმა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი რეიდი მოიგო. ახლა კი წლევანდელ შეჯიბრებაში ისევ მიიღეს მონაწილეობა. „12 წელია ...

Read More »

ბათუმიდან – ნამახვანამდე

“ბათუმიდან – ნამახვანამდე”, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ პოსტს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე. “ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ეხლა ბათუმის ყველასათვის შემზარავი ფაქტების შემდეგ მინდა პარალელი გავავლო ბათუმის მოვლენებსა და ნამახვანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შორის. ტრაგედია, რომელიც ბათუმში დატრიალდა, არა მხოლოდ ბანალურია, არამედ საკვირველიც, ადამიანური უგუნურების ის მასშტაბი, რაც სამშენებლო კუთხით ...

Read More »

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპები აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრების მიხედვით

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ანგარიშის მიხედვით ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. „ანგარიშის საფუძველზე, ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში, ევრაზიის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ...

Read More »

გამარტივებული ანაზღაურების პროცესი თიბისისგან

თიბისიმ მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბართე ტრანზაქციის გასაჩივრების და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. სიახლე მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას. თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, ...

Read More »

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა – ბიზნესდაჯილდოება 2021-ში კომპანიების რეგისტრაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის, ბიზნესებს დრო 15 ოქტომბრამდე აქვთ, რომ მათთვის სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირდნენ. ამ დროისათვის ბიზნესისთვის ყველაზე მასშტაბურ კონკურში უკვე დარეგისტრირდა 230 კომპანია, მათგან უმეტესობა – 115 საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის იბრძოლებს პირველობისთვის. ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის ჟიური ისეთ კომპანიებს ელოდება, რომლებმაც 2021 წელს გამოუშვეს ახალი პროდუქტი ...

Read More »

რადიკალური იყო მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, როგორც ჩანს, ამან შეაშინა ინვესტორი – ნარმანია “ნამახვანჰესზე”

“მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა”, – ასე უპასუხა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ Forbes Talk–ის ფორმატში კითხვას, ჰქონდა თუ არა კიდევ რესურსი სახელმწიფოს იმისთვის, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA შეენარჩუნებინა და ამ უკანასკნელს საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიეღო. “ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, როცა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო მხარეებთან, მათ შორის, ...

Read More »