Home » 2021 » October » 12

Daily Archives: October 12, 2021

უახლოეს წლებში, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 10 წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ წერს, უახლოეს წლებში, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 10 წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ სააქციო საზოგადოება “აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის თავმჯდომარის მოადგილემ”, რაფიგ ასლანოვმა განაცხადა “გერმანულ-აზერბაიჯანული სტაბილურობის პირველ ფორუმზე”. მისივე თქმით, ახალი წყალსაცავების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და პროექტის შემუშავება დასრულდება წელს. “დიდი ალბათობით, იენჯიას და ალინჩაჩაის წყალსაცავების მშენებლობა დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან”, – აღნიშნა სს მელიორაციისა და წყლის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების კუთხით დაფინანების ახალი მოდელი თითქმის მზად არის

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების კუთხით დაფინანების ახალი მოდელი თითქმის მზად არის. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, მოდელი პროექტის დონეზე მზადაა და ბოლოშია მიყვანილი. მისივე თქმით, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რიგი უმაღლესი სასწავლებლებისთვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი მალე უნდა დაინერგოს. „რა თქმა უნდა, ყველა მოდელს, ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებული თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული

დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებით ეს თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული, ეს იყო კოვიდზე საპასუხო რეაგირება, რომელზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება დაახლოებით, 4-5 თვის წინ მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ბიზნესმენებს, ვინც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს, იჯარის და ქირის გადაუხდელობა ეპატიებათ. მისივე თქმით, შეფასებები, რომ ინიციატივა ...

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 81 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.220 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.248 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

მიმდინარე წელს ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის – როდის დაიწყებს ინფლაცია შემცირებას

ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი რომ იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება, ეს ახალი არავისთვისაა და ამას ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდანაც ვიგებთ. თუმცა, ვისი პასუხისმგებლობაა ინფლაციის მიზნობრივზე მაღალი მაჩვენებელი და როგორ შეიძლება მისი მოთოკვა, ამაზე ძალიან ცოტა თუ საუბრობს. თავად ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის მთავარ მიზეზად პანდემიასა და საგარეო შოკებს ასახელებს. საგარეო ...

Read More »

ღამით ქარხანას უფრო იაფი ელექტროენერგიის შესყიდვა შეეძლება – ნარმანია ბირჟის შესახებ

2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იგეგმება. ბირჟის მეშვეობით უნდა შეიქმნას ელექტროენერგიის დღით ადრე და საათობრივი ბაზარი, რამაც ელექტროენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში აცხადებს, რომ მაგალითად საათობრივი ვაჭრობის პირობებში მომხმარებლებს ღამის საათებში ელექტროენერგიის უფრო დაბალ ფასად შესყიდვა შეეძლებათ, რაც მათ წარმოების თვითღირებულების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. 7 ...

Read More »

ლერი სულაბერიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა „ბანკები და ფინანსებს“ გამოეხმაურა

ახლახანს, სოციალური ქსელით, ლერი სულბერიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, „ბანკები და ფინანსებს“ გამოეხმაურა. გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „ბანკები და ფინანსები“-ს მიერ მომზადებული სტატია,  სათაურით: „ვის ეკუთვნის წყნეთის სახლი, სადაც იმალებოდნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები და უკავშირდება თუ არა, ძებნილთა ხელშეწყობას ლერი სულაბერიძის სახელი“  – არ წარმოადგენს სიმართლეს. ისტორია გამოგონილი, მიზანი კი ლერი სულაბერიძის ოჯახის და მისის საქმიანი რეპუტაციის შელახვაა.. გვსურს პირველ რიგში  ...

Read More »

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

თიბისის ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების კონკურსი წელს მეექვსედ იმართება. პროექტში განაცხადების შეტანა გრძელდება და რეგისტრაციის დასრულებამდე 4 დღე დარჩა. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება თიბისის და ბიზნესდაჯილდოების მთავარი და უცვლელი მიზანია. წლიდან წლამდე იცვლება მხოლოდ პროექტის ფორმატი და პროგრამა. წელს ბიზნესდაჯილდოება ახალი ნომინაციებით და ჟიურის განახლებული შემადგენლობით გაიმართება. განაცხადების შეტანა კომპანიებს 5 ნომინაციაში შეუძლიათ: · საუკეთესო პროდუქტის ან ...

Read More »

ჩეხეთი საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს აღიარებს

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა, – ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სერთიფიკატი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სამინისტროს პირობებს. „სრულად ვაქცინირებისგან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული, სერთიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ნიმუშს, ვაქცინაცია განხორციელებული უნდა იყოს აღიარებული ვაქცინებით (ევროპის მედიკამენტების სააგენტო, ჯანმო): „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ ან „ჯონსონის“ ვაქცინებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საელჩოში ასევე განმარტავენ, რომ ...

Read More »

საქართველოს ბანკმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 7 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. მარია მასხარაშვილი, მარიამ ენდელაძე, გვანცა ხვედელიძე, ლიზა ტაბეშაძე, ლუკა მესხი, არჩილ ჯანელიძე, ნოდარ გორგოძე- ეს ის სტუდენტები არიან, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი  შედეგები აჩვენეს. სტიპენდიანტები მედიცინის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ...

Read More »