Home » 2021 » October » 07

Daily Archives: October 7, 2021

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი „შუა დერეფნის“ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს უცხოელ კოლეგებთან ტრანსპორტის მინისტერიალზე განიხილავს

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი თურქეთში გამართულ ტრანსპორტის მინისტერიალს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის – გამოწვევები და შესაძლებლობები – ეს საკითხები განიხილეს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. ,აღსანიშნავია, რომ „შუა დერეფნის“ გავლით, ჩინეთიდან საქართველოსა და ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებში დაფიქსირებულია მკვეთრი ზრდა. ...

Read More »

წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 ათასი ტონას შეადგენს

თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება. შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს ...

Read More »

„ეს მოგება იმ მოქალაქეებისგან არის, რომლებიც ბოლო კაპიკებს აგებენ აზარტულ თამაშებში და ინგრევენ ცხოვრებას“

„ეს არის ბიზნესი, რომელიც აქცენტირებულია მოქალაქეებისგან მოგების მიღებაზე და ეკონომიკაში მცირე რაოდენობით თანხების დაბრუნებაზე“,- ამის შესახებ „აფბა-ს“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით მან სათამაშო ბიზნესის მზარდი მოგება შეაფასა. კერძოდ, პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1 666-ჯერ აღემატებოდა სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილ მოსაკრებელს. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს სექტორის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ ...

Read More »

წლის დასაწყისიდან TAP-ის მილსადენით ევროპაში დაახლოებით 5.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით ევროპაში დაახლოებით 5.5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გატარდა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, წელს დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

Read More »

რუსული „სბერბანკი“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბანკი გახდა

5 ოქტომბერს, „სბერბანკის“ ჩვეულებრივი აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 350 რუბლი გახდა მოსკოვის საფონდო ბირჟაზე. როგორც იტყობინება ABC.AZ-ი, Banker.az-ზე დაყრდნობით,  ამის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაციამ (პრივილეგირებული აქციების ჩათვლით) მიაღწია 7.96 ტრილიონ რუბლს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინდიკატორის თანახმად, „სბერბანკმა“ გადაუსწრო დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საკრედიტო ბანკს, HSBC-ს და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბანკი ევროპაში. ამასთან, 6 ოქტომბერს, „სბერბანკის“-ის ჩვეულებრივი აქციების ფასმა კვლავ ...

Read More »

SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10 000 000 წუთი დაუთმეს

კითხვის დროის გაზომვა SABA Reader-ში მას შემდეგ გახდა შესაძლებლი, რაც მაისში აპლიკაციას ახალი ფუნქცია “კითხვის დრო” დაემატა. ის მომხმარებელს კითხვაში გატარებულ დროს უჩვენებს და ერთგვარი საშუალება, ერთის მხრივ ხედავდე, თუ რა დროს უთმობ კითხვას დღეს და მეორეს მხრივ, უყურებდე პირადი სტატისტიკის განვითარებას თვეების განმავლობაში. ზედიზედ კითხვის მაჩვენებელი, კითხვის შეხსენება და წაკითხული დროის კონტროლი – ეს ის ფუნქციებია, რომელიც მომხმარებელს კითხვის ...

Read More »

„როდემდე ან რისთვის უნდა ვამდიდროთ სხვები – დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ვიყოთ დამოკიდებული თუ გავხდეთ დამოუკიდებელი“

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარგებაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “21-ე საუკუნე და მსოფლიო სადაც ნავთობპროდუქტების მარაგები იწურება, სადაც ყველა მეცნიერი თუ ინოვატორი მიზანმიმართულია მოახდინოს ნებისმიერი შიდა წვის ძრავის ელექტრული ძრავებით ჩანაცვლება, სადაც კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და პირდაპირ  ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს, მსოფლიო სადაც ელექტროენერგიის და ნავთობპროდუქტების ტარიფიც ...

Read More »

სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო თაფლის ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს

კომპანიის „აპიჯეო“ წარმოებული 45 ტონა თაფლის ექსპორტი საფრანგეთის რესპუბლიკაში უკვე განხორციელდა; 90 ტონა სარეალიზაციოდ მზადდება, – ამის შესახებ აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის „აპიჯეო“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოს შექმნისათვის სრული ინვესტიცია 500,000 ლარის ოდენობით განხორციელდა, საიდანაც, 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ...

Read More »

ხარვეზიანი საბანკო რეკვიზიტების მქონე კომპენსაციის მიმღებ პირებს ახალი ანგარიშების წარდგენის უფლება მიეცათ

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაცნობებთ, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა ცვლილება (https://bit.ly/3DiDxoP). ცვლილების თანახმად, პირებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარმოდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებულ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები უნდა ...

Read More »

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა სეფაშვილი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩიეს. კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით აღნიშნულ პოსტზე ეკა სეფაშვილი დაამტკიცეს.

Read More »