Home » 2021 » October » 06

Daily Archives: October 6, 2021

ნათია თურნავა – შუა დერეფნით კონტეინერების მოძრაობა ჩინეთიდან საქართველომდე 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 12,9%-ით, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში 260%-ით

მინისტერიალზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა იმ მიმდინარე პროექტზე, რომელიც ზრდის ტვირთნაკადებს ჩვენს დერეფანში და კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგიული ჰაბის როლს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტერიალში მონაწილეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მაღალი დონის ფორუმი პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და მასში ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის მრჩეველს, ენრიკო აავის, რომელმაც ამ პოზიციაზე კრისტიან კორსი ჩაანაცვლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2017 წლიდან ხორციელდებოდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერებისა და რეფორმების სამწლიანი პროექტი. მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.  IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული ...

Read More »

პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების ბრუნვამ წინა წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა და 32 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების 2020 წლის ბრუნვის მოცულობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პანდემიისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რის გამოც ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო დაწესებული, გასულ წელს ამ სექტორის ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე ექვსი მილიარდი ლარით მეტია. ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ ბიზნესის ბრუნვის მოცულობა ...

Read More »

სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 48 %, რეისების რაოდენობა კი 64%-ით აღდგა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, სექტემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43,926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი – 91,713 მგზავრი). „ მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. სექტემბრის ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის Platino Industria ფორუმში მონაწილეობის შედეგად, საქართველოში ესპანური კომპანიების ვიზიტი დაიგეგმა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ Platino Industria ფორუმზე, რომელიც ქ.მადრიდში გაიმართა, წარმოედგინათ საქართველო, როგორც კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილი და საკუთარი კომპანია, როგორც პოტენციური კინოგადაღების სასურველი ადგილობრივი პარტნიორი. პროექტის ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა B2B შეხვედრები გამართეს ლათინო-ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით დაიგეგმა ესპანური კომპანიების ვიზიტი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და  ესპანურ ...

Read More »

კონკურენცია თუ ფასის ხელოვნური ზრდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 40 თეთრით იაფია

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ამის პარალელურად ოპეკმა გაზარდა 2021 წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შესახებ პროგნოზი. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ნავთობის დეფიციტი ბაზარზე იქნება 1,1 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში, რაც მცირედით აღემატება აგვისტოს თვის პროგნოზს – 900 ათასი ბარელით/დღეში. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ოქტომბერში სანავთობო ბაზარზე მიწოდება 1.2 მლნ ბარელით ნაკლები იქნება მოთხოვნილებაზე, ნოემბერში ...

Read More »

აზერბაიჯანმა სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებით, ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს მარშუტზე შიდა რეისების განხორციელებას დღეიდან სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით იწყებს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ავიაკომპანიის განმარტებით, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი აბსოლუტურად მზად არის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გასახსნელად. „იმის გამო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დასრულდა, რეგიონალური საავიაციო უსაფრთხოების წესები შეიცვალა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, აზერბაიჯანმა დაიწყო ფრენების განხორციელება ზანგაზურის დერეფნის საჰაერო სივრცის გამოყენებით“, ...

Read More »

გაიცანით ნინო წიკლაური – ქალი ელექტროსისტემების პროგრამიდან, მომავალი მექანიკოსი

ჩვენს გარშემო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად საკუთარი თავის თუ საქმის ძიებაში არიან. ამ გზაზე არც სირთულეების ეშინიათ და არც ცვლილებების. მერე კი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ თავიც იპოვეს და სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემად იქცნენ. დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე, ნინო წიკლაურზე გიამბობთ. ის მალე, „თეგეტა აკადემიას“ დაასრულებს და სატვირთო ავტომობილების მექანიკოსი, უფრო ზუსტად კი ელექტრობისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტი იქნება. ამ კურსის შესახებ, მეგობრისგან ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოების გამო, საბაჟო პროცედურები შეფერხებით მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს შეფერხებით. „აქვე, აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი – „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა ...

Read More »

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით მცირდება

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 მილიარდ ლარზე მეტით, უფრო ზუსტად კი 1 055 470 800 ლარითაა შემცირებული. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443 276 00 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ ...

Read More »