საქართველოს ბანკის ინოვაციური იპოთეკური პროდუქტი – გარანტირებული შენაძენი მომხმარებელს

0
27

„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს.

აღნიშნული ინიციატივით ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი, მხარდაჭერას უცხადებს დეველოპერებს და აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და შესაბამისად, დეველოპერული სექტორი.

ეიმ ბილდინგი და  კომპაქტ დეველოპმენტი ის კომპანიებია, რომელთა მომხმარებლებსაც საშუალება აქვთ, ბინის შეძენისას ისარგებლონ საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტით.

„მართალია, საქართველოს ბანკის ახალ სქემაში „გარანტირებული შენაძენი“ ცოტა ხნის წინ ჩავერთეთ, თუმცა დაინტერესება საკმაოდ დიდია. ვფიქრობ, ეს პროდუქტი დაგვეხმარება გავზარდონ ჩვენი მშენებლობის მიმართ სანდოობა და მოვიზიდონ ახალი მომხმარებლები, რაც შესაბამისად გაყიდვებსაც გაგვიზრდის“, – აცხადებენ შპს კომპაქტ დეველოპმენტში.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ყველა ეტაპზე საინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი ჯერ კიდევ ახალია და მომხმარებლებს მხოლოდ ახლა ვაცნობთ ინფორმაციას მის შესახებ, ვფიქრობ, აუცილებლად წარმატებას მოგვიტანს. კლიენტებს ბევრი ბენეფიტი ექნებათ, რამაც მათი დაინტერესება ჩვენი უძრავი ქონების მიმართ უნდა გაზარდოს“, – აღნიშნავენ შპს ეიმ ბილდინგ კომპანიში.

„ბინის შეძენისას არაერთ დეტალზე გვიწევს დაფიქრება – მშენებარე პროექტს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ახალაშენებულს, რომელ დეველოპერულ კომპანიას ვენდოთ და ა.შ. იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ისე, რომ მეტი სიმშვიდე იგრძნოს, შევქმენით ახალი პროდუქტი. ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან შეძლებს გარანტირებული შენაძენის გაკეთებას, რაც ზრდის მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროდუქტით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამითაც, რომელსაც საქართველოს ბანკი, დეველოპერული სფეროს მხარდაჭერის, მომხმარებლისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პირველი პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკზე მოდის. ამჟამად ბანკი 360-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 430-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.