Home » 2021 » October » 05

Daily Archives: October 5, 2021

ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი “დიდი ადამიანები” გამოიცემა

ლიბერთის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი ახალი პროექტი „დიდი ადამიანები“ ხორციელდება. ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და მწერალი გიორგი კეკელიძე, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უხუცესი ადამიანების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ფოტოსა და ტექსტის საშუალებით გააცნობენ საზოგადოებას. პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ნათელა გრიგალაშვილი და გიორგი კეკელიძე პროექტის პირველ ათ გმირს გურიაში შეხვდნენ. “ლიბერთისთან ერთად ვაგრძელებთ იმ ...

Read More »

„საქართველოში პური ძალზე იაფია, იმ ტენდენციებთან შედარებით, რაც არის“- გიორგი ხანიშვილი

„საქართველოში პური ძალზე იაფია, იმ ტენდენციებთან შედარებით, რაც არის“- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „სადაც ჰქონდათ გადასახადები, იქ მოხსნეს და ჩვენ არ გვაქვს ეს გადასახადები. ხშირ შემთხვევაში, სტატისტიკის მაჩვენებლებში თქვენ ნახავთ, რომ მსოფლიოში 105 ქვეყნიდან ჩვენზე ძვირი პური აქვს 102 ქვეყანას. მათ შორის ისეთ ქვეყნებს, რომელებიც აწარმოებენ ხორბალს და მსოფლიოს ...

Read More »

კაკაურიძე – შეინიშნება ლარის კურსის სტაბილურობა, ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდში კურსთან მიმართებით რაიმე ზეწოლა არ უნდა იყოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე დღეს ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება. მისივე თქმით, წინასაარჩევნო, პოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს. თუმცა, კაკაურიძის შეფასებით, მომდევნო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებით რაიმე ზეწოლა არ უნდა იყოს. „სავალუტო ბაზარზე, ოფიციალური წყაროებიდან რასაც ვუყურებთ, დღეს შედარებით არის სიმშვიდე, შეინიშნება კურსის უფრო სტაბილურობა. რა თქმა უნდა, როდესაც არის წინასაარჩევნო, გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა, ...

Read More »

მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო; პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,8 მლნ ჰა-ს შეადგენს, მათ ...

Read More »

Facebook-მა რეკლამის ღირებულებას დღგ-ს გადასახადი დაამატა – ყველაფერი, რაც ახალი რეგულაციის შესახებ უნდა იცოდეთ

2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში მდებარე მისამართებზე, ვისაც Facebook რეკლამით სარგებლობა სურს, დღგ-ს გადასახადი ემატება (18%). ამის შესახებ ინფორმაციას თავად პლატფორმა ავრცელებს. “თუ თქვენი მისამართი მდებარეობს საქართველოში, Facebook-ის რეკლამის ღირებულებას ჩვენ დავუმატებთ დღგ-ს გადასახადს ადგილობრივი საანგარიშო განაკვეთის შესაბამისად, თუ: მყიდველის (თქვენი) მისამართი მდებარეობს საქართველოში და თქვენ არ დაადასტურეთ, რომ იძენთ რეკლამას კომერციული მიზნებისთვის.“ – აღნიშნულია წესდებაში. Facebook ასევე წერს, რომ გადაწყვეტილების ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 150 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.222 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 ...

Read More »

ვახტანგ ბუცხრიკიძე: გვინდა, 2022 წლიდან ყოველ წელს თითო ქვეყანაში შევიდეთ

2022 წლიდან ყოველ წელს ერთ ქვეყანას დავამატებთ, ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. რომელი ქვეყანა იქნება პირველი ჯერ უცნობია. ბუცხრიკიძის თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანას სწავლობენ. “ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2022 წლიდან გვინდა თითო ახალი ქვეყანა დავამატოთ. “თიბისი ჯგუფი”, თავისი აქტივებით და სესხებით არის ქართული, რადგან 95% აქ არის, თუმცა კლიენტების რაოდენობით პირიქით არის. ჩვენი 6 მლნ ...

Read More »

საქართველოს ბანკის ინოვაციური იპოთეკური პროდუქტი – გარანტირებული შენაძენი მომხმარებელს

„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს. აღნიშნული ...

Read More »

„თიბისის“ ინფორმაციით, ბიზნესდაჯილდოების პროექტი ყოველდღიურად ნომინანტების მიერ შემოტანილ განაცხადს განიხილავს

ბიზნესდაჯილდოების პროექტი ყოველდღიურად ნომინანტების მიერ შემოტანილ განაცხადს განიხილავს. „თიბისის“ ცნობით, დაჯილდოების მთავარი მიზანია, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება. მათი ინფორმაციით, წელს ბიზნესდაჯილდოება უკვე მეექვსედ, განახლებული ფორმატით და ჟიურის განახლებული შემადგენლობით იმართება. „ნომინაცია საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის ჟიურის წევრები პროექტზე, მის მნიშვნელობაზე ...

Read More »

“ბილაინი” აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს

“ბილაინი” აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს. კომპანიის ცნობით, ახალი პაკეტით მობილური ინტერნეტის ყოველთვიური ხარჯი 30%-ით მცირდება. „საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, ინტერნეტ პრემიუმს სთავაზობს. ინტერნეტ პრემიუმის აქტივაციისას, მომხმარებელი ერთჯერადად იხდის საფასურს და 3 თვის განმავლობაში, ყოველთვე ავტომატურად ერიცხება შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე არაა საჭირო, ინტერნეტ პრემიუმი ...

Read More »