Home » 2021 » October » 04

Daily Archives: October 4, 2021

ამერიკაში IQOS-ის გაყიდვა იკრძალება

აშშ–ის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე სიგარეტის ალტერნატივის, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის IQOS-ის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. აშშ–ის საერთაშორისო ვაჭრობის საკითხთა კომისიამ დაადგინა, რომ IQOS-ის მწარმოებელმა კომპანიის R. J. Reynolds Tobacco Co ორი პატენტი დაარღვია, რომელიც ასევე თამბაქოს გასახურებელ სისტემებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. IQOS-ს კომპანია Philip Morris აწარმოებს, ხოლო მისი გაყიდვებით კომპანია Altria-ა დაკავებული. მწარმოებელმა უკვე განაცხადა, რომ კომისიის გადაწყვეტილებას ...

Read More »

ვითიბი ჯგუფმა მორიგი პროექტი დააფინანსა – სასტუმრო Hilton Batumi

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ვითიბი ჯგუფის მიერ მოხდა პროქტ Hilton Batumi-ს დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, განხორციელებაში ვითიბი ჯგუფის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვითიბის, როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შესაძლებლობებს. “მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და სასტუმრო Hilton Batum-ს შორის. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5%-ს შეადგენს. 2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გეგმა და პროგნოზები, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს გააჩნია, რეალობას შეესაბამება. „ინფლაციის მიმართულებით ეს იყო პირველი თვე, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელმა ჯამურად შემცირება დაიწყო. ჩვენი მოლოდინია ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში უკვე შემცირების მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. ის გეგმა, რომელიც ეროვნულ ...

Read More »

“ინფლაცია ოფიციალურ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და ფასების მოთოკვა 2022 წელსაც ვერ მოხერხდება”

“ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი რომ იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება, ეს ახალი არავისთვისაა და ამას ეროვნული ბანკის მიერ ...

Read More »

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ...

Read More »

5 ოქტომბერს, საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს. Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

Read More »

პროკრედიტ ბანკის მიდგომა მდგრადი სოფლის მეურნეობის წასახალისებლად

პროკრედიტ ბანკი საქართველო, როგორც პროკრედიტ ჯგუფის წევრი, იზიარებს ჯგუფის მიდგომებს  სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების ნაცვლად,   ორგანული ნივთიერებების გამოყენებას. აგრეთვე, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებას ფერმერულ მეურნეობების დაფინანსების ეტაპზე. ვცდილობთ, მუდმივად მხარი დავუჭიროთ ისეთი ბიზნეს მოდელის დაფინანსებას, რომელიც გულისხმობს გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციის განხორციელებას, რისკების პრევენციის, შემცირების სტრატეგიული მიდგომების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ...

Read More »

SOLO და „ანაგი დეველოპმენტი“ SOLO მომხმარებლებს ექსკლუზიურ შეთავაზებას უკეთებს

SOLO და „ანაგი დეველოპმენტი“ SOLO მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს. კერძოდ, მათ, ვინც 2021 წლის 1-ელ ნოემბრამდე, შეიძენს ბინას „Park Home საბურთალოს“ კომპლექსში, თანხის ერთიანად გადახდისას, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს. სრულად გარემონტებული ბინის შეძენის შემთხვევაში კი, დამატებით ისარგებლებს განსაკუთრებული პირობით იპოთეკურ სესხზე. SOLO-ს ინფორმაციით, Park Home საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს გაზაფხულის ქუჩაზე, დელისის მეტროდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით. კომპლექსი ...

Read More »

2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით. კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის ...

Read More »