Home » 2021 » October » 01

Daily Archives: October 1, 2021

ირაკლი კოვზანაძე – 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებაა

პალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს მთავრობა პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს შეიტანს. მისი თქმით, პროექტი დეფიციტის და საგარეო ვალის შემცირებას ითვალისწინებს. “დღეს, 1 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში შემოიტანს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. პროექტში გათვალისწინებულია მშპ-ს ზრდა, სახელმწიფო ვალის შემცირება მშპ-სთან მიმართებაში. რაც პირადად ჩემთვის არსებითია და რაზეც მე დაჟინებით ვსაუბრობდი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან -ბიუჯეტის ...

Read More »

60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები „ლიბერთი ბანკს” აქვს – აფბა

საპენსიო სესხების საკითხზე შექმნილი კომისია მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები, მიღებული არ არის. კომისიის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის წევრებისა და მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული კომისია პენსიის დისტრიბუციის და ასევე, ე.წ. “საპენსიო სესხების” გაცემის ნაწილში მაქსიმალურად კომფორტული პირობების შეთავაზებისთვის სხვადასხვა მოდელს განიხილავს. დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი მსგავსი თემებით წინსაარჩევნოდ ...

Read More »

მედიის ცნობით, „გაზპრომმა“ უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით დაიწყო

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, 27 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, უნგრეთს გაზი ბალკანური ნაკადის საშუალებით მიეწოდება, რომელიც თურქული ნაკადის გაგრძელებაა. ორი კონტრაქტის თანახმად, უნგრეთი „გაზპრომისგან“ წლიურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 15 წელია. რუსეთ-უნგრეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებამ უკმაყოფილება გამოთქვა. კიევში აცხადებენ, რომ ევროკომისიას კონტრაქტის შესაფასებლად მიმართავენ, იმის დასადგენად, ...

Read More »

საქსტატი – 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.5 პროცენტი ქალია, ხოლო 58.5 პროცენტი – კაცი. უწყების ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასულ წელთან ...

Read More »

არჩილ გაჩეჩილაძე: ლარის სტაბილურობის შემთხვევაში დეპოზიტარები უპირატესობას მას მიანიჭებენ

საქართველოს ბანკში ფიქრობენ, რომ საშუალო ვადაში, დეპოზიტების ლარში შენახვა მომგებიანი იქნება. როგორც ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეროვნული ვალუტის სტაილურობა, მით უფრო მეტი ადამიანი აირჩევს ლარს, როგორც შესანახ ვალუტას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სიმყარეზე. „დღეს როგორი განსხვავებაც არის დოლარსა და ლარს შორის შესანახ განაკვეთებში, ესეთი განსხვავება ისტორიაში ალბათ 90-იან წლებში იყო. ასე რომ, მგონია, ...

Read More »

რა მოხდა ნამახვანში – 1-წლიანი „ბრძოლით“ მიღებული მძიმე მდგომარეობის 3 ასპექტი

„რა მოხდა ნამახვანში“ – ამ სათაურით ფინანსისტი ირაკლი ერაძე Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც გასული წლის შემოდგომიდან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს და აფასებს. პოსტის ავტორი „რიონი ხეობის მცველების“ მიერ წინააღმდეგობის პროცესში ჰიბრიდული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზეც საუბრობს და მის მექანიზმებს მიმოიხილავს. დასკვნით ნაწილში კი 1 წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის გარშემო არსებულ მდგომარეობას აჯამებს და აცხადებს, ...

Read More »

„თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს“

„არმგონია, რომ ის აქ იყოს, ეს ამომრჩევლის მობილიზებისთვისაა გაკეთებული. თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ეს ნაბიჯი არ იქნება წინ ცივილიზაცისკენ, ეს იქნება უკან ჯოჯოხეთისკენ“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლის ფაქტის შეფასებისას განუცხადა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ...

Read More »

დღეიდან, ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ნორმატიული აქტი – „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“, რომელიც ეფუძნება მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებსა და მოთხოვნილ სტანდარტებს. „ჭკვიანი მრიცხველი“ ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და დადებითად აისახება ტარიფზე. დამონტაჟების ვალდებულება შეეხება ...

Read More »

დეველოპერულ კომპანია m2-სა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დეველოპერულ კომპანია m2-სა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითიც კომპანიებმა პარტნიორობა დაადასტურეს. „როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი ოპერირებს  განახლებული სტრატეგიით, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს. სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m2 -ის პროექტის m³საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო „რომივერია“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად ბანკისა და კომპანია „რომივერიას“ პარტნიორობით, თანამედროვე სტანდარტების, იტალიური პურის საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია 750 000 ევროს შეადგენს, ხოლო „საქართველოს ბანკის“ ფინანსური ჩართულობა 250 000 ევროს აღწევს. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ...

Read More »