Home » 2021 » October

Monthly Archives: October 2021

1-25 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურის მოძრავი ცენტრი გადასახადის გადამხდელებს 26 ლოკაციაზე მოემსახურება

1-25 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 26 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, RS CAR (მიკროავტობუსი)შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებითაა აღჭურვილი. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. „კერძოდ, კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო ...

Read More »

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებს „ბრიკის“ PowerBank-ები დაემატა

„სოკარი“ ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით 7 სადგურზე მისულ სტუმრებს შვედური კომპანიის, „ბრიკის“ Power Bank-ები დახვდებათ. „ბრიკს“ რამდენიმე სხვადასხვანაირი კაბელი მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ტიპის ტელეფონის დატენვას შეძლებთ. „ბრიკი“- ის ფაუერბანკი მისი აპარატიდან QR კოდის დასკანერების მეშვეობით უნდა გაააქტიუროთ. „სოკარის“ მომხმარებლებისთვის, 30 წუთის განმავლობაში დამტენით სარგებლობა უფასოა. შემდეგ, 1 საათის ღირებულება 3 ლარი ხდება, 2 ...

Read More »

ნათია თურნავამ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში სამედიცინო ჟანგბადით საავადმყოფოების მომარაგებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სს „რუსთავის აზოტს“ ესტუმრა. საწარმოში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა. მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით. კოვიდ-პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისთვის ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკი“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. “ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021”-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში – “ხარისხიანი განათლება” და “ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა” გადაეცა. მათი ინფორმაციით, ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედ ისეთ პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ კომპანიებს ცნობს, რომელთა საქმიანობაც მიზნად მდგრად განვითარებას ისახავს და როგორც კომპანიისთვის, ...

Read More »

ოთარ ანგურიძე – ეკონომიკის 11.3 %-იანი ზრდა გვიჩვენებს, რომ პანდემიის მართვის პროცესში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და თანმიმდევრული იყო

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 11.3% შეადგინა. ხოლო, ცალკე სექტემბრის თვეში რეალური ეკონომიკური ზრდა 6.9% შეადგინა. თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ოთარ ანგურიძის მიერ ფეისბუქზე  გამოქვეყნებული შეფასებით, მარტის  შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა პერიოდულად აუმჯობესებდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ამჯერად, 9.5%-მდე გაზარდა. ოპტიმისტურ შემთხვევაში კიშესაძლებელია ეს ციფრი ...

Read More »

მედია – აშშ-მა საზღვარზე განცალკევებული მიგრანტების ოჯახების თითოეულ წევრს, შესაძლოა, 450 000 აშშ დოლარი გადაუხადოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად აშშ-ის საზღვარზე განცალკავებული მიგრანტების ოჯახებმა, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლებისგან უახლოეს მომავალში ათასობით აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ, – ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც განცალკევებული ოჯახების სარჩელის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსს იცნობენ. გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა განცალკევებული ოჯახების თითოეულ წევრს დაახლოებით 450 000 აშშ ...

Read More »

ნათია თურნავა – ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ

ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა მიიჩნევს, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა. „ეს ემყარება იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში, რომლის ...

Read More »

„თიბისი“ მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

„თიბისი“ კიბერთაღლითობის პრევენციისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, მომხმარებლები გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას. გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და ...

Read More »

„ვითიბი“ და „მგზავრები“ საზოგადოებას ერთობლივ პროექტს სთავაზობს

„ვითიბის“ და „მგზავრებს“ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეთავაზება ეხება „მგზავრების“ და „ჰოუმმეიდის“ ერთობლივ პროექტს – „მგზავრების“ უბანი საგურამოში. „დღეიდან, ნებისმიერი პირი, „ვითიბის“ გამარტივებული იპოთეკური სესხით, შეძლებს შეიძინოს სახლი საგურამოს კომპლექსში, განსაკუთრებულ ფასად – 59,000$-დან. კომპლექსი მოიცავს: 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, 140 სახლს ინდივიდუალური ეზოთი, აუზს (20*25მ), საბავშვო აუზს, რესტორანს, სარეკრეაციო ზონას, საბავშვო გასართობ ...

Read More »

მიხეილ დუნდუა – თითქმის ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს რეგიონში მისაბაძ მაგალითად აფასებს და ამას თავის ანგარიშებში ასახავს

თითქმის ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს რეგიონში მისაბაძ მაგალითად აფასებს და ამას თავის ანგარიშებში ასახავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, სადაც საუბარია საქართველოში განხორცილებული რესტრუქტურიზაციის ჰიბრიდულ რეფორმაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, კოვიდ პანდემიის ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონში არსებულ ვითარებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრობლემური, ვალაუვალი ...

Read More »