„ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ „ნენსკრა ჰესის“ პროექტი გაჭიანურდა და ამასთან დაკავშირებით კორეელ ინვესტორებთან კითხვები აქვთ“

0
14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ „ნენსკრა ჰესის“ პროექტი გაჭიანურდა და ამასთან დაკავშირებით კორეელ ინვესტორებთან კითხვები არსებობს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფო მზადაა, პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობა გაზარდოს.

„გარკვეული სამუშაოები დაწყებულია, თუმცა კორეელ ინვესტორებთან ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც უკმაყოფილოები ვართ, რომ პროექტი გაჭიანურდა. აქ არც „საპარტნიორო ფონდი“ არაფერ შუაშია, ძირითადი სპონსორი არის თავად კორეული კომპანია.

დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი წინ წავა. მათ მიმართ გვაქვს გარკვეული კითხვები, რატომ გაჭიანურდა ეს პროექტი, როდესაც ჩვენ „ნენსკრა“ უკვე აშენებული უნდა გვქონოდა.

მზად ვართ, რომ სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა მიიღოს. ვგულისხმობ პროექტში თანამონაწილეობის გაზრდას. დავრწმუნდით თუნდაც „ნამახვანის“ და სხვა ჰიდროპროექტების მაგალითზე, რომ მსგავს პროექტებში სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს, მეტი პასუხისმგებლობა აიღოს“,- განაცხადა თურნავამ.