Home » 2021 » September » 30

Daily Archives: September 30, 2021

30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3 პროცენტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. „აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 201.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 20.0 ...

Read More »

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

Read More »

EBRD-მა და IFC-მ „თიბისი უზბეკეთის“ წილი შეიძინეს

დღეს, ტაშკენტში „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა (TBC PLC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „თიბისის“ ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს IFC-ის და EBRD-ის წილობრივ მონაწილეობას თიბისი ბანკის ჯგუფის შვილობილ კომპანიაში თიბისი უზბეკეთი. „ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, „თიბისი უზბეკეთში“ EBRD და IFC 20%-20% პროცენტიანი წილის მფლობელები გახდებიან, ხოლო „თიბისი ბანკის“ ჯგუფი 60%-იან წილს შეინარჩუნებს. პირველი ...

Read More »

პენსიონერები არ იმსახურებენ ვინმეს წინასაარჩევნო პოპულიზმს შეეწირონ – პაატა ბაირახტარი გიორგი ვაშაძის კლიპზე

ეკონომისტი, ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გიორგი ვაშაძის პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო ვიდეორგოლში და ინიცირებულ კანონპროექტში საპენსიო სესხზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს სხვადასხვა სიდიდით აფიქსირებს. კერძოდ, ოფიციალურ დოკუმენტში – ინიცირებულ კანონპროექტში – მითითებული აქვს, რომ საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი 30,65%-ს შეადგენს, ხოლო საარჩევნო კლიპში 36%-ზე აპელირებს. ბაირახტარის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში ...

Read More »

წყარო უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან – თეა გოდოლაძე იტყუება

თეა გოდოლაძის ტყუილებს წერტილი დაესვა. წლების განმავლობაში მიწისძვრებზე ინფორმაციის დამალვა და მიზეზად საერთაშორისო პარტნიორების ხელშეკრულებებზე აპელირება, სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს აღარ გამოუვა. უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრთან დაახლოებულ პირს მივმართეთ რამდენიმე კითხვით, რათა თეა გოდოლაძის განცხადებების სისწორე გადაგვემოწმებინა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მეცნიერებისთვის მიწისძვრებზე ინფორმაციის მიწოდების უარის საბაბად, თეა გოდოლაძე ყველა განცხადებაში, შეპასუხებასა და ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან დადებულ ხელშეკრულებას ასახელებდა. კერძოდ კი, ...

Read More »

აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 495.7 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 39.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, საკრედიტო პორტფელის მატება როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 16.5 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების ...

Read More »

აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 11.2 პროცენტით მოიმატა და 204.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 18.7 პროცენტით, 27.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. „აგვისტოში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 176.7 პროცენტით ყაზახეთიდან და 132.6 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდნენ, რომელთა წვლილი მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 1.6 და ...

Read More »

კომპანია „ენსისი“ გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ასრულებს

გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება. პროექტს ახორციელებს კომპანია „ენსისი“, რომელმაც ახლახან თბილისის ცენტრში „დედაენის პარკის“ განახლება-რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით შეასრულა. გურჯაანში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 ჰა ფართობზეა გაშლილი. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, რეაბილიტირდა საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი, აშენდა სპორტული მოედანი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, მოეწყო სხვადასხვა ფუნქციური ზონა. ასევე, იგეგმება ლანდშაფტის ...

Read More »

ბათუმში ცენტრალური პარკი გაშენდება

რეკრეაციული სივრცის გაზრდის და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ბათუმში ცენტრალური პარკის, ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რიჟვაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების ...

Read More »

ნათია თურნავა – სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს

არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ პროექტი პროცესში შეიძლება უფრო მეტად სრულყოფილი იყოს, სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა – სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა. ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენს ნებისმიერ განცხადებაში ხაზს ვუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის „ნამახვანჰესის“ პროექტი. ...

Read More »