Home » 2021 » September » 29

Daily Archives: September 29, 2021

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს სავარაუდოდ 13 ოქტომბერს განიხილავენ. ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხის განხილვა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა 51%-ით გაიზარდა. საქართველოსთან ერთად უვიზო მიმოსვლის გაუქმება ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას ემუქრებათ. EUobserver-ის თქმით, მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის შიდა ანგარიშის შინაარსი, რომელიც 27 სექტემბრითაა დათარიღებული. დოკუმენტში გერმანია უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს, მოლდოვასა ...

Read More »

თეა გოდოლაძის ცენტრი, გაუმჭვირვალობის და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გამო, სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს – არჩილ კაიაკაციშვილი

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელსაც თეა გოდოლაძე ხელმძღვანელობს, მომდევნო წლებში, სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა იმ უწყებამ, რომელიც პასუხისმგებელია გოდოლაძის ცენტრის მიზნობრივ დაფინანსებაზე. „ფაქტია, სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის ელემენტარულ სტანდარტებსაც კი. ჩვენმა ორგანიზაციამ, მიუხედავად არაერთგზის ოფიციალური მოთხოვნისა, ვერ ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო

–საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროექტი, „Adapter”-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება. “Adapter”-ის საშუალებით უკვე 26 კომპანია საკუთარ პროდუქციას extra.ge- ზე ყიდის. “Adapter”-ის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ელპლუსი“ საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება. სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების, და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ...

Read More »

ნამახვანი და ღომი

საქართველოში, სადაც საღი აზრი დეფიციტშია, ხოლო ემოციები ჭარბადაა, ეკონომიკაზე საუბარში ძალიან ხშირად არაეკონომიკურ არგუმენტებს იყენებენ. მაგალითად, როდესაც საუბარია მიწების გასხვისებაზე, ლაპარაკობენ არა ამ ნაბიჯის ეფექტურობაზე და ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე, არამედ წინაპრების ძვლებზე, ქართულ ჩიტზე, რომელიც იქ დაფრინავს და ქართულ წყალს სვამს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საჭიროზე მეტი ვენახია, რის გამოც მთავრობას ყოველწლიურად ყურძნის გასაღებაზე ათობით მილიონი ლარის გამოყოფა უწევს – როგორც ...

Read More »

რიცხვები, რომლებიც სტატისტიკაზე მეტია…

„ამ საუკუნეში საქართველოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხით აშენდებოდა, სულ ცოტა, 500 მეგავატი სიმძლავრის ჰესები,“-ამის შესახებ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რიცხვები, რომლებიც სტატისტიკაზე მეტია… მიმდინარე საუკუნეში (2001-2021 წწ.) საქართველოში განხორციელებულმა ელექტროენერგიის იმპორტმა 725 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მხოლოდ მიმდინარე ფასებში, შესაბამის წლებში განხორციელებული იმპორტის მექანიკური შეჯამებით. მაგრამ რადგანაც დოლარისთვის „არავითარი ვალუტისეული უცხო ...

Read More »

სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე დატოვა

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით. სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, თუმცა, წინა კვარტალთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მაღალი ...

Read More »

ბათუმში „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით დაიწყო. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს სწავლებას კომპანია სრულად უფინანსებს. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფილიალებში დასაქმდებიან სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ტრენინგის მსმენელები ბათუმის გარდა ფოთიდან და ქუთაისიდან შეირჩნენ. ბათუმში ...

Read More »

ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფოს აკადემიის ფილიალი გაიხსნება

“დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ონის ფილიალის გახსნის შესახებ”, – ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. “დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ონის ფილიალის გახსნის შესახებ.‼ ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები ჩატარდება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 5-8 ოქტომბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები გაიმართება. როგორც „საქართველოს ბანკში” აცხადებენ, პროექტი ამერიკის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტის (The Bureau of Educational and Cultural Affairs (ECA) სპიკერების პროგრამისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ლექციებს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ. „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგამომცემლო სფერო ...

Read More »