Home » 2021 » September » 28

Daily Archives: September 28, 2021

სიდნეიში შეზღუდვები მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის მოიხსნება

1-ლი დეკემბრიდან, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ეს არ შეეხება არავაქცინირებულ მოსახლეობას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. მათ, ვისაც კორონავირუსის ვაქცინა არ ექნებათ მიღებული, აეკრძალებათ მაღაზიებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლა. „ბევრმა ბიზნესმა თქვა, რომ ისინი არ მიიღებენ აუცრელებს. არავაქცინირებულთა სიცოცხლე იქნება ძალიან რთული, განუსაზღვრელი ვადით“, – განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია ...

Read More »

ღარიბაშვილი – გამორჩეული გერმანული საწარმო “YTONG” მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს

გამორჩეული გერმანული საწარმო “YTONG” მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან, საქართველოში იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის ღირებულება 55 მილიონი ლარია და მისი განხორციელება მთავრობის, საპარტნიორო ფონდის, ბიზნესის და ბანკების ჩართულობით მოხერხდა. „მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს ...

Read More »

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა აშენდება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა აშენდება. საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციაზე, ადგილობრივ მოსახლეობას და სპორტსმენებს, განსახორციელებელი პროექტის შესახებ ინფორმაცია, კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიაწოდეს. იოსებ ტყემალაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, დეტალურად ისაუბრეს სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ...

Read More »

რატომ უნდა დაფინანსდეს საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან? – “შემოსავლების გარეშე დავრჩით”

საპარტნიორო ფონდი შემოსავლების გარეშე დარჩა, – ასე პასუხობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე bm.ge-ს შეკითხვას, რატომ უნდა დაფინანსდეს ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქმე ისაა, რომ “საპარტნიორო ფონდი”, 2022 წლიდან სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება – აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დოკუმენტიდან, რომელშიც პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე განსახილველი საკითხები იყო ჩამოწერილი. აღნიშნული დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმაც, თუმცა თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო მოგვიანებით წარმოადგენდა. ამბის გახმაურების შემდეგ საპარტნიორო ...

Read More »

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა ღიბრაძემ.

Read More »

არჩილ კაიკაციშვილი: ილიაუნი თეა გოდოლაძის ცენტრის აუდიტის შედეგებს მალავს

„ილიაუნის ადმინისტრაციისგან დღემდე არ მიგვიღია გამოთხოვილი დოკუმენტები. ვგულისხმობ, უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის “ შემოწმების შედეგებს. ჩვენი წერილიდან საკმარისზე მეტი დროა გასული და ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ილიაუნი თეა გოდოლაძის ცენტრის აუდიტის შედეგებს მალავს“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. კითხვაზე, – რა შეიძლება იყოს ...

Read More »

თბილისში გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხანა გაიხსნა

თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს დედაქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. „რეგიონში პირველი საწარმო შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს. აქ მთავარია ის, რომ მასალები, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდება, საქართველოში არის მოპოვებული. ძალიან მალე ამ პროდუქციით ჩანაცვლდება იმპორტი და საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ ...

Read More »

„თიბისის“ მობაილბანკს სამომხმარებლო სესხის ფუნქციონალი დაემატა

აქ, ახლა – „თიბისის“ მობაილბანკში სამომხმარებლო სესხის აღება, საუკეთესო პირობით, ავტომატურადაა შესაძლებელი. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა. „თიბისის“ ინფორმაციით, ფუნქციონალის გააქტიურებას მომხმარებლები მობაილ ბანკიდან შეძლებენ და თან 100-მდე ერთგული ქულით დასაჩუქრდებიან. 1 ერთგული ქულა 1 ლარის ტოლია და დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ ობიექტებში. მობაილბანკიდან აღებული სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი – 14.5%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ...

Read More »

იაპონიამ საქართველოს, 2.8 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა

იაპონიამ საქართველოს, 2.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა. იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა აუცილებელია მძიმე პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად პანდემიის დროს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. “აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კოვიდპაციენტებში ხშირია გულთან დაკავშირებული გართულებები. მათ შორის, პროექტი ემსახურება რეანომობილების ტექნიკურ გაუმჯობესებას, რადგან საწოლების გადატვირთვის პერიოდში, რეანომობილში მოცდის დროს პაციენტს ...

Read More »

ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში” ცნობილია

ბიზნესების განვითარების, გაძლიერების, ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მასშტაბურ ღონისძიება ბიზნესდაჯილდოებაზე “თიბისი” პარტნიორებთან ერთად ავლენს და აჯილდოებს იმ მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ქართული ბიზნესსოციუმის გაჯანსაღებაში. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ახალ ნომინაციაზე — “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში” „თიბისი“ იმ ადამიანებს გააცნობს საზოგადოებას, რომლებიც ბიზნესებს ამ მიმართულებით აფასებენ. დავით წიკლაური — კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, USAID/საქართველო. მარკეტინგის პროფესორი, კავკასიის ...

Read More »