Home » 2021 » September » 27

Daily Archives: September 27, 2021

ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს – დე ფაქტო მთავრობაში ამბობენ, რომ პოტენციური ინვესტორი უკვე ჰყავთ

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იპოვა პოტენციური ინვესტორი, რომელიც მზად არის, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში ინვესტიცია განახორციელოს. ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხულზე პროექტისთვის 120 მლნ რუბლი ანუ მილიონ 648 ათას 874 დოლარი გამოიყო, მაგრამ მას შემდეგ ფასები მკვეთრად შეიცვალა. ბჟანია დე ფაქტო მთავრობას დათხოვით დაემუქრა, თუკი 2024 წლის იანვრამდე სოხუმის აეროპორტი არ აღდგება. პოტენციურ ინვესტორზე დეტალები ...

Read More »

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა – ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო მოთხოვნის დაბრუნება კვლავ მხოლოდ მოლოდინია მაშინ, როდესაც ...

Read More »

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 288 მილიონით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი სექტემბრისთვის 35.41 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 287.82 მლნ ლარით, ანუ 0.82%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 56.39 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 231.43 მლნ ლარით, ანუ 1.19 პროცენტით გაიზარდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – სამივე სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას

სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch; S&P; Moody’s) შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღწეული ეს შედეგი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი და მოლოდინი გაუუარესდა. „ძირითადი ფაქტორი, რის გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ...

Read More »

აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 478.45 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით, ანუ 1.82%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 135.17 მლნ ლარით, ანუ 0.65%-ით გაიზარდა. ამასთან, ცენტრალური ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს – გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „გარანტირებული შენაძენი“ „საქართველოს ბანკის“ ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. მათივე ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის ...

Read More »

საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტით ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების – ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შეძენის მიზნობრიობითაც ისარგებლებენ

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ცვლილების თანახმად, გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად. ქართული მეღვინეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს, ...

Read More »

კახეთში რიგით მეხუთე ფესტივალი – „Jazz and Wine Kakheti“ 16 ოქტომბერს გაიმართება

16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, „რადისონ ქოლექშენში“ (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი – „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება. „თიბისის“ ინფორმაციით, ფესტივალში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ და ფესტივალის ფარგლებში რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი გაიმართება. მათივე ცნობით, სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-სთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით UNITED PIANIST feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett ...

Read More »

„თიბისი“ ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

„თიბისი“ არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების ლიმიტს ზრდის და მომხმარებელს სერვისის მიღებას ციფრული არხით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, განახლებული პირობების ფარგლებში: უზრუნველყოფის წარმოდგენა სავალდებულოა არ არის 250,000 ლარამდე მოცულობის საბანკო გარანტიისათვის. საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული ხელმოწერით. გარანტია განკუთვნილია 5 000 000 ლარამდე კონტრაქტებისათვის; „თიბისი“ საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებს შორის პირველია, რომელმაც არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის ლიმიტი 250,000 ლარამდე ...

Read More »

„მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის მსოფლიო დღე მიულოცა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ტურიზმი მომავალი წლისათვის სრულყოფილად აღდგეს. „აღდგენა საკმაოდ მაღალი ტემპით მიდის. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული იმ ადამიანის, თითოეული მეწარმის, თითოეული მცირე სასტუმროსა ...

Read More »