Home » 2021 » September » 23

Daily Archives: September 23, 2021

ანატოლი ბიბილოვი – საქართველო გარკვეულ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს

სამი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი – უსაფრთხოების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების და სოფელ წნელისში არსებული საპოლიციო პოსტის, – ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციის სააგენტო „რესი“ ავრცელებს. „არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ სამი ახალგაზრდა მამაკაცი მართლაც ჰყავდა ქართულ პოლიციას. თუნდაც მათი ნეშტები გადმოგვცენ, რათა მათი ადამიანურად დაკრძალვა შევძლოთ და ახლობლებმა ...

Read More »

„ფაქტიურად ჩაიშალა ნამოხვანის პროექტი – თუ იკითხავთ გამოსავალი რა არიო, ალბათ ის, რომ მოვიმარაგოთ “ვარლამის ნათურები“

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის “ენკას” მიერ საქართველოსთან “ნამახვანჰესის” აშენების კონტრაქტის გაწყვეტას ეხება. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ფაქტიურად ჩაიშალა ნამოხვანის პროექტი!!! საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც ესმოდა ამ პროექტის მნიშვნელობა როგორც ენერგომომარაგების და უსაფრთხოების ასევე, ზოგადად, სახელმწიფოსთვის, როგორც დიდი საინვესტიციო პროექტის განვითარების შესაძლებლობის კუთხით, არ გაუხარდა ეს ამბავი!!! საქართველის მოსახლეობის ...

Read More »

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები წინა, 2018 წელთან შედარებით, გამოკითხულთა 67%-მა გაზარდა. ...

Read More »

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს ბიზნესი ქვეყანას სჭირდება. იმიტომ, რომ ...

Read More »

„საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“

„საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განახლებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. ეს, ერთი შეხედვით ცალსახად კარგი ამბავი იქნებოდა, რომ არა ერთი ...

Read More »

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ...

Read More »

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

ამას წინათ ჰკითხეს – „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და “კლუჩების” ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?“ ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო – ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე “კლუჩებს“ უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებით. ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს „თეგეტა თრაქ ენდ ...

Read More »

კომპანია „ენსისი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგები ზრდას განაგრძობს. სამშენებლო კომპანია „ენსისი“, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს, ასოციაციის წევრი გახდა. კომპანიის საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს – მშენებლობის მენეჯმენტი, სამშენებლო საქმიანობა და პროექტირება. საქართველოს მასშტაბით, „ენსისის“ 200-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, რთული და მასშტაბური საინჟინრო პროექტები: გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია, ხიდების, სახიდე გადასასვლელების, გზაგამტარების, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალსადენისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი – „ვიზეართან“ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს დამატებით 4 მიმართულებით დაიწყებს

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის – ვენისა და ბერლინის მიმართულებით. მათივე ცნობით,16 დეკემბერიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი, კერძოდ, საუბარია ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გააღატაკა, გაყარა ინვესტორები ანაკლიაში, ახლა „ენკაში“

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო „გააღატაკა“ და ჯერ ანაკლიიდან გაყარა ინვესტორები, ახლა იგივე მოხდა „ენკასთან“ დაკავშირებით. ამასთან, ხაზარაძის თქმით, ინვესტორები რომლებიც საქართველოში რაიმე პროექტის განხორციელებას აპირებდნენ „აქეთ აღარ გამოიხედავენ“. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გაყარა ინვესტორები ანაკლიაში, ახლა „ენკაში“, და სხვა უამრავი ინვესტორი, რომელიც ამ ქვეყანაში რაღაცას აპირებდა და იმედის თვალით უყურებდა, პირდაპირ გეუბნებით, აქეთ აღარ გამოიხედავს. ...

Read More »