Home » 2021 » September » 22

Daily Archives: September 22, 2021

რა დაკარგა საქართველომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით – ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება. მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება. ,,ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ. 800 მლნ დოლარის ...

Read More »

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს. “ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება. როგორც „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 15 გამარჯვებული სტუდენტი, ოქტომბრის ბოლოს, ხუთ ტუტორთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ...

Read More »

არჩილ უსანეთაშვილი ვითიბი ყაზახეთის კორპორატიული ბიზნესის  დირექტორი – დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

2021 წლის 6 სექტემბრიდან, არჩილ უსანეთაშვილმა, ვითიბი ყაზახეთის კორპორატიული ბიზნესის განვითარების დირექტორის – დირექტორთა საბჭოს წევრის, თანამდებობა დაიკავა. უსანეთაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე, საქართველოში,  ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.  მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. „ვითიბი საქართველო არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში. მიხარია, რომ  ამ ბანკის გუნდის წევრი ვიყავი და ბანკში ყოფნის ...

Read More »

ირაკლი ზარქუა განმარტავს, რატომ აიღო საქართველომ სესხი აზიის განვითარების ბანკისგან, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სესხზე უარი თქვა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა განმარტავს, რატომ აიღო საქართველომ სესხი აზიის განვითარების ბანკისგან, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ ევროკავშირის სესხზე უარი თქვა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სესხი, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დაუმტკიცა, 2019 წლის ტრანშის ნაწილია. „2019 წელს შეთანხმების საფუძველზე ენერგეტიკის სექტორში უნდა გადაგვედგა გარკვეული ნაბიჯები და შემდეგ ხდებოდა რატიფიცირება. ეს თემაა ახლა სწორედ. დაახლოებით 100 მლნ-ის ფარგლებშია ეს მნიშვნელოვანი დახმარება, ...

Read More »

„თიბისისა“ და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი – შპს „სართიჭალის საშრობი“ „თიბისისა“ და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. „თიბისის“ ინფორმაციით, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია, 500 000 ლარი კი – სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სართიჭალის საშრობში“, სადაც საწყის ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული, ...

Read More »

„რუსულ-გერმანული პროექტი Nord Stream 2 სტრატეგიული შეცდომაა, გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს ამის მტკიცებულება“

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავიცკიმ Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობას შეცდომა უწოდა. გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, როგორც არგუმენტი, პოლიტიკოსმა დაასახელა გაზის ფასების ზრდა. ”მე ძალიან ცუდად ვაფასებ ამ რუსულ-გერმანულ პროექტს და მივიჩნევ სტრატეგიულ შეცდომად. გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს მტკიცებულება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ ქვეყანა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა Nord Stream 2-ის მშენებლობას და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა მის ...

Read More »

ანა პოპოვა – ლუგარის ლაბორატორია დიდ რისკს უქმნის რუსეთს

საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორია ძალიან დიდ რისკს უქნის რუსეთს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა ანა პოპოვა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ დაკარგა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი. “ჯერ ერთი, ის ძალიან ახლოსაა და მეორეც, ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც, ჩემი აზრით, დაკარგა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი რისკია”, – აღნიშნა პოპოვამ.

Read More »

ვასილ ხოდელი: ლიბერთის აქვს ამბიცია და შესაძლებლობა ჰქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი

ახალი ლიბერთი არის შარშან მომზადებული სტრატეგიული გეგმის პროდუქტი და ეს არის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც ეხება სხვადასხვა მიმართულებებს. ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკს- ამის შესახებ ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით, ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, ბანკს ჰქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი, გარდა საცალო მიმართულებისა, ლიბერთი იყოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი და შექმნას ღია, მდგრადი და კორპორატიული ...

Read More »

ლიბერთის ახალი პროექტი “შეხვედრები ახლებურად”

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“ . ახალი პლატფორმის საშუალებით, ლიბერთი, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, განსაკუთრებულ შეხვედრებს მოუწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს. „ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ – ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. ინტერაქციული შეხვედრები, კორონავირუსის რეგულაციების სრული ...

Read More »