Home » 2021 » September » 21

Daily Archives: September 21, 2021

ბრაზილიის პრეზიდენტი COVID 19-ზე აუცრელობის გამო ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო, რესტორანში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. შედეგად, ბოლსონაროს რესტორნია ნაცვლად, ტროტუარზე მდგომს მოუწია პიცის ჭამა. მინისტრათა კაბინეტის ორმა წევრმა, აღნიშნული მოვლენის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბოლსონარო და მისი თანაშემწეებია აღბეჭდილი. ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეაქეს მათი ლიდერის შემთხვევითი “სიმარტივე”, რომელიც სიამოვნებით მიირთმევდა პიცას ქუჩაში, მანჰეტენის სასტუმროს მახლობლად, სადაც ის რჩება. ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი: დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილისა და პარლამენტის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დანით დაჭრეს. კახა ოქრიაშვილი: „სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ...

Read More »

საქართველოში შესაძლოა, წისქვილები დაიხუროს – „პირველ რიგში, მინიმუმ 5 000 ადამიანი დარჩება უმუშევრად“

ხორბლის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქტის გაძვირებამ და მცურავმა საბაჟო ტარიფმა შესაძლოა, საქართველოში წისქვილკომბინატების მუშაობას პრობლემა შეუქმნას. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ბიზნესი აცხადებს, დაიხურება ბევრი წისქვილი, უმუშევრად კი მინიმუმ 5 000 ადამიანი დარჩება. შეგახსენებთ, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა და ოქტომბრის ბოლოდან, წისქვილ-კომბინატები დგებიან რეალობის წინაშე, როცა ან ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდნენ, ან მუშაობა ...

Read More »

კომპანია „ენსისი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „ენსისი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „ენსისის“ საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მშენებლობის მენეჯმენტს, სამშენებლო საქმიანობას და პროექტირებას მოიცავს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგები ზრდას განაგრძობს. სამშენებლო კომპანია „ენსისი“, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს, ასოციაციის წევრი გახდა. კომპანიის საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს – მშენებლობის მენეჯმენტი, სამშენებლო საქმიანობა და პროექტირება. საქართველოს ...

Read More »

შემოსავლების სამსახური – აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო ერთი თვის მონაცემებით 18 180 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. „აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკმა ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რომლითაც მხარს დაუჭერს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. „ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, ...

Read More »

როგორია პაატა მანჯგალაძის ხედვა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით

ინტერვიუ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ერთ-ერთ ლიდერთან, პარლამენტის წევრთან, პაატა მანჯგალაძესთან.    – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლებელია საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 20%-მდე შემცირება. საინტერესოა, თქვენს პარტიას თუ აქვს კონკრეტული კვლევა, ანალიზი იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 20%-მდე? – ჩვენ ვმუშაობდით და ვნახეთ, რომ 36%-იანი საპენსიო სესხი არის ძალიან მაღალი, ...

Read More »

2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 19,1%-ით შემცირდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 858.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა,  ჯამში $ 126.6 მილიონის ღირებულების. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 19,1% -ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, 8 თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან შეიძინა 148.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 78.6 მილიონი დოლარის ღირებულების, რაც 0.7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

Read More »

აზერბაიჯანში ტაქსის მძღოლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

აზერბაიჯანში, ტაქსის მძღოლებმა უნდა გაიარონ სრული ვაქცინაცია (პირველი და მეორე დოზები) კორონავირუსის წინააღმდეგ მომდევნო თვის დასაწყისში. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა წერს. პოლიციის მაიორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ელშად ჰაჯიევის თქმით, მომავალი თვიდან პოლიციის თანამშრომლები მიიღებენ შესაბამის ზომებს იმ მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც არ მიიღებენ ვაქცინის მეორე დოზას. ”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ტაქსის მძღოლები ამის შესახებ”, – ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელავში ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა.  ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა. „ვაინ კახეთის“ მფლობელობაშია საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (ნაკვეთების დამუშავება, ვაზის მოვლა და  მოსავლის აღება) 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. „ვაინ ...

Read More »