Home » 2021 » September » 20

Daily Archives: September 20, 2021

პაატა ბაირახტარი გიორგი ვაშაძეს – “პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება”

„პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება” , – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ვიდეორგლოსაც, რომელშიც საპენსიო სესხებზეა საუბარი. “ბანკები და ფინანსები” ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას წინასაარჩევნოდ კონკრეტული პროგრამა რომ არ აქვთ ხოლმე, ეს ახალი არავისთვისაა და ალბათ, ასე თუ ისე, მივეჩვიეთ კიდეც ამას. თუმცა, ამჯერად ...

Read More »

გასართობი სივრცე ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის – ვითიბი ბიზნესის #1ქომაგი

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში გასართობი სივრცე, ილუზიების მუზეუმი გაიხსნა, რომლის განკუთვნილი ქონების შესაძენად 700,000 ლარამდე სესხი გამოიყო. მუზეუმის კოლექცია შედგება 70-ზე მეტი ექსპონატისგან, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე. სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით, ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს. “სასიხარულოა, რომ ...

Read More »

შოთა ბურჯანაძე: „მწვანე ზონის“ რესტორნები რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდნენ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ „მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნები დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ. მაგალითად, მისი თქმით, სტუმარმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა და წავა სოციალური დასვენების ობიექტიდან. „მწვანე ზონები“ არავის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. ანუ იგულისხმება – ადამიანების უსაფრთხოდ შეკრება. ეს არავის დისკრიმინაცია არაა. იდეა იქიდან მომდინარეობს, რომ სოციალური დასვენების ადგილებში ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამ შემთხვევაში მოთხოვნაა ...

Read More »

არჩვაძე: ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლენა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორნიშნა ზრდაა

საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლენა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორნიშნა ზრდაა. იგი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2 პროცენტით გაიზარდა და 8633.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტის ზრდის ტემპი, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციის შესაბამისად, საგრძნობლად უსწრებდა იმპორტის ზრდის ტემპს (შესაბამისად, 25.7% და 20.7%) და წლის განვლილ 8 თვეში 2610.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივ ექსპორტზე მოდიოდა საქართველოს იანვარ-აგვისტოს ...

Read More »

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე 50-მდე სესხი გაიცა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 50-მდე სესხი გაიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს, 17 სესხი განხილვის პროცესშია. ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ...

Read More »

თურნავა – არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე შეხვდა „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორს მუჰამედ საიფ ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 610.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს შეადგენს. როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1 899.1 მლნ. აშშ ...

Read More »

აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.4 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 0.9 ...

Read More »

„იაპონია დიდი ინტერესით აკვირდება თქვენი ქვეყნის პოტენციალს, ამიტომ TEPCO-მ გადაწყვიტა პირველი ინვესტიციის განხორციელება“

ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე, – ამის შესახებ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ პლატფორმა „ენერგომომავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, უცხოურ ენერგორესურსებზე იაპონიის დამოკიდებულება 90%-ს აღწევდა, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდებოდა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც იაპონიის ენერგოსისტემაში ჰიდროელექტროსადგურებს მიუძღვის და ...

Read More »

პირველად, აზერბაიჯანში ლუდის წარმოება ადგილობრივი ქერისგან დაიწყო

პირველად, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ლუდის წარმოება ადგილობრივი ქერისგან დაიწყო. ABC.AZ იუწყება, რომ ქარხანაში ამოქმედდა ლუდის პირველი წარმოების ხაზი ადგილობრივი ქერისგან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, მიქაელ ჯაბაროვი, “მეჯლისის” ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე, ტაირ მირკიშილი და კომპანიის რეგიონალური წარმომადგენლები.

Read More »