Home » 2021 » September » 17

Daily Archives: September 17, 2021

საქსტატმა შექმნა პროგრამა, რომლითაც მომხმარებელს საკუთარი საშემოსავლო გადასახადების დაანგარიშება შეუძლია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – „გადასახადების კალკულატორის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, რომელიც ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, გადასახადების კალკულატორი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ნახოს მიღებული შემოსავლიდან რა ნაწილს იხდის ფიზიკური პირი არაპირდაპირი გადასახადების სახით, სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების შეძენის დროს და როგორ ნაწილდება აღნიშნული თანხები საბიუჯეტო ხარჯებში. გადასახადების კალკულატორი ითვალისწინებს ფიზიკური პირის ...

Read More »

შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ეწვივნენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მხარდაჭერითა და NU Borders-ის მონაწილეობით, შემოსავლების სამსახურში, საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, EXBS და NU Borders წარმომადგნელები, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, მოინახულეს საბაჟო ...

Read More »

მშპ აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნომინალური მშპ 29.9%-ით 15.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი – 133.6%-იანი ზრდა ხელოვნება გართობისა და დასვენების სექტორში დაფიქსირდა, რაც აზარტულ თამაშებს გულისხმობს. აზარტული თამაშების ბრუნვა მეორე კვარტალში 81%-ით – 11 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო პროდუქციის გამოშვება 125%-ით – 481 მლნ ლარამდე. 10 წლის წინ 2011 წელს აზარტული თამაშების წილი ბიზნესის ბრუნვაში ...

Read More »

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები კარგა ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ, ნამუსი რომ ჰქონდეთ“

საქართველოში ინფლაცია ორჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში   საქართველოში ინფლაციის ტემპი გამუდმებით მზარდია. ყველა დასახელების პროდუქცია საგრძნობლად გაძვირებულია. ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. თურქეთის შემდეგ, ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში მატულობს.  ინფლაციის მაჩვენებელმა ორნიშნა მონაცემები უკვე გადალახა და აგვისტოში 12.8% შეადგინა, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებს შორის, ...

Read More »

ამ წუთებში კიევიდან თბილისში მეგის ქარდავას ექსტრადირება ხორციელდება

ამ წუთებში კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება ხორციელდება. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც მეგის ქარდავა მოყავთ, თბილისის აეროპორტში ცოტა ხანში დაეშვება. ოფიციალური უწყებები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. შეგახსენებთ, საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

Read More »

ჯო ბაიდენი მდიდრებს მოუწოდებს გადაიხადონ “სამართლიანი წილი”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ყველაზე მდიდარი ამერიკელები მილიარდობით დოლარს არ იხდიან და მოუწოდა მათ გადაიხადონ “სამართლიანი წილი”, მსგავსად საშუალო ფენისა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს. მისივე თქმით, მარეგულირებლებს არ აქვთ კონკრეტული მონაცემები მდიდრების შემოსავლის შესახებ, რის გამოც მათ არ შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, არიდებენ თუ არა გადასახადებს თავს მდიდრები. “არავის დასჯას არ ვაპირებ, მე კაპიტალისტი ვარ. თუ ...

Read More »

,,ვფიქრობ, ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი, ვიდრე დღეს, საშუალო ინფლაცია 9%, წლიური ინფლაცია 14-14.5%“

,,როცა ასეთი შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია 14-14.5%“- ამის შესახებმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, ინფლაციის შემცირება 2022 წლის მარტიდან დაწყება. ,, მე ვფიქრობ, რომ ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს. ეს გამოწვეულია საბაზო ეფექტით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში სუბსიდირების ეფექტმა შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი და ...

Read More »

უნგრეთის პრემიერი: რომის პაპმა მითხრა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რომის პაპთან შეხვედრამ ის შთააგონა, ტრადიციული ოჯახის დაცვა განაგრძოს. „შეხვედრამ ძალიან გამამხნევა. რომის პაპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ბრძოლა, რომელსაც ოჯახების დასაცავად ვაწარმოებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის მომავალთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. 16 სექტემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ქალსა და კაცს შორის, ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: მშპ-ს მაჩვენებელი ცალსახად გვიჩვენებს, რომ ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა კრიზისიდან გამოსვლა და დაიწყო სწრაფი ტემპებით განვითარება

“სტატისტიკური მონაცემების დაზუსტების შემდეგ ეკონომიკური ზრდა 29.9% დაფიქსირდა. დაზუსტებული მცირე ზრდის მაჩვენებელი იმდენად არ არის საინტერესო, რამდენადაც მყარად დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი მაღალია არამარტო გასულ წელთან შედარებით, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებითაც (5.7%), როცა ეკონომიკის განვითარება ხდებოდა სტაბილურად. მიმდინარე მაჩვენებლები კი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა კრიზისიდან გამოსვლა და დაიწყო სწრაფი ტემპებით განვითარება,” – ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე

“მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით რეალური მშპ 12.7 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში 29.9 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა ყოველთვიური შეფასებების საფუძველზე დაანგარიშებულ აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, რაც ყოველთვიური დაანგარიშების მეთოდოლოგიის მაღალ სიზუსტეზე მიუთითებს,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ...

Read More »