Home » 2021 » September » 14

Daily Archives: September 14, 2021

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“  რეიტინგის შეფასებისას. მისი განცხადებით, რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში საქართველოს გადასვლა განაპირობა ისეთი ფაქტორების გაუმჯობესებამ როგორიცაა: მთავრობის ზომა, სამთავრობო მოხმარების წილი მთლიან მოხმარებაში, ზღვრული საგადასახადო განაკვეთი და სხვა. „ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, გადასახადებს, საბიუჯეტო ...

Read More »

კობა გვენეტაძე „ფრეიზერის“ რეიტინგზე – ეს შეფასება ადასტურებს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სისწორეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგსგამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეიტინგი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რამდენადაც ის გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორების ნდობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის დადებით ეფექტს და მნიშვნელობას. „ის ბოლო მაჩვენებელი რომელიც გამოქვეყნდა, არის გაუმჯობესებული საქართველოსთვის და ეროვნულმა ბანკმაც მისი პოლიტიკით თავისი წვლილი შეიტანა ამ ...

Read More »

„ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე“

“ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, შესწავლილია თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი და პროგრამები რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება. „მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ მასშტაბური პროგრამის დაფინანსების შედეგად. 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ...

Read More »

,,თელმიკომ“ დენის მომხმარებლებს გადახდის ვადა თვითნებურად შეუმცირა

ელექტროენერგიის მოხმმარებლებს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს. თუმცა, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან ,,კომერსანტს“ აცნობეს, არაერთმა მოქალაქემ მიმართა მას თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება კი, როგორც აღმოჩნდა, არ წარმოადგენს სემეკის შესაბამისი დადგენილების სწორ განმარტებას. „ელექტროენერგიის ...

Read More »

ლევან სილაგავა – მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა, არ გამართლდა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, არ გამართლდა მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. მისივე თქმით, ხორბლის ფასმა მოიმატა და ფქვილის ფასიც იზრდება. თუმცა, სილაგავას განცხადებით, ამ დროისთვის ახერხებენ მუშაობას საშუალო შეწონილი ფასით, სერიოზული გაძვირების გარეშე. „ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ...

Read More »

ლევან იოსელიანი საპენსიო სესხებზე საგნობრივ საუბარს თავს არიდებს

საპენსიო სესხები და მათზე რიცხული საპროცენტო განაკვეთი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც პარტიამ „მოქალაქეები“ იმთავითვე დიდი ყურადღება მიაქცია და საკუთარი აქტივობებით, იქნებოდა ეს საჯარო განცხადებები თუ აწ უკვე საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენება, ცდილობს ერთი მხრივ, რელურად არსებულ მწვავე სოციალურ პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას და მეორე მხრივ საკუთარ პოლიტიკურ აქტივში ქულების დაწერას. ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ცუდია, ის, როცა პარტიის ლიდერშიფი საკითხს ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 14 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტოთ, მაქსიმალური 9.240% პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.240 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

ანდრია გვიდიანი: ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების შედეგად, „ფრეიზერის“ ინსტიტუტის“ რეიტინგში საქართველომ მსოფლიო ხუთეულში გადაინაცვლა

Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაწინაურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარებული სისტემური რეფორმების შედეგია. „რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეიტინგები, ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ხშირ შემთხვევაში, უცხოელი ...

Read More »

Social Impact Award 2021 ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. როგორც  „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შევიდა. „დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია. თერთმეტივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გუნდებმა 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების ...

Read More »

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. „თიბისის“ ინფორმაციით, პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა, მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად იბრუნებს თავის პანდემიამდელ ზრდაში წამყვან როლს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ან 106 ...

Read More »